საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 964 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი, ხოლო 607 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 368022-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5335 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 353231 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,42%, ბოლო 14 დღის – 2,74%, ბოლო 7 დღის – 3,09%-ია.














კომენტარები