• რეკლამა
  • კონტაქტი
14:07, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს – „კალოიანმა რეალობის განცდა დაკარგა“

ალია ავტორი - ალია
10:43 07-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ბატონმა ვახო კალოიანმა რეალობის განცდა დაკარგა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„27 ივნისს მან არც მეტი, არც ნაკლები დაწერა, რომ “COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი დაკავებულია ყველაფრით, გარდა მისი პირდაპირი მოვალეობისა“ ???!!! და ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ღვარძლის და საბოტაჟის მცდელობის გარდა არაფერი გაუკეთებია პანდემიასთან გასამკლავებლად. საქმეს ვინ ჩივის, ერთი კონკრეტული კონსტრუქციული წინადადებითაც კი არ გამოსულა. ასე იცის დაუკმაყოფილებელმა ამბიციამ.

რისი თქმა უნდა ბატონ ვახოს? რას აკეთებს COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი ისეთს, რასაც არ უნდა აკეთებდეს და პირიქით – რას არ აკეთებს ისეთს, რასაც უნდა აკეთებდეს. სწორედ კლინიკური ჯგუფის ძალისხმევით COVID-თან ბრძოლის წინა ხაზზე მდგომ ექიმებთან ერთად შემუშავდა და დაინერგა COVID პაციენტების მკურნალობის და მოვლის ოპტიმალური მეთოდები პანდემიის ყოველი კონკრეტული ეტაპისთვის, ინოვაციური მიდგომები, რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტის პლაზმა, ჟანგბადის მიწოდება მაღალი ნაკადით (ე.წ. high flow), პაციენტთა ნაკადების მართვის პრინციპები, ტრენინგები, COVID კლინიკებთან ონლაინ და ინტერაქტიური შეხვედრები, რთული შემთხვევების გარჩევები, და სხვ. ხოლო რაც შეეხება ვაქცინაციას, შეზღუდვებს, რეგულაციებს, ეკონომიკას და სხვა მსგავს აქტივობებს – ეს კლინიკური ჯგუფის პრეროგატივა არ არის. ბ-ნი კალოიანი რომ ჭკუას გვასწავლის ტოცილიზუმაბის იმპლემენტაცია მისი გაიდლაინში შეტანით უნდა მოგეხდინათო, ისიც არ იცის, რომ კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებულ ბოლო გაიდლაინში (ა.წ. მაისი) დეტალურად (ძალიან დეტალურად) არის გაწერილი COVID პაციენტებში მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენების პრინციპები.

თუ რამდენად ეფექტიანია კლინიკური სექტორის საქმიანობა, შედეგები გვიჩვენებს. COVID პაციენტების კლინიკური მართვის ეფექტიანობის მთავარი მაჩვენებელი – ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევებში სიკვდილობის პროცენტი – ე.წ. “CFR” (case fatality rate) საქართველოს ბევრად უკეთესი (დაბალი) აქვს, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 34 ქვეყანას და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციით მოცვის დონე, პრაქტიკულად გაუქმებულია ყველა შეზღუდვა და მოსახლეობა არ გამოირჩევა დარჩენილი რეგულაციების (პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება და სხვ.) სკრუპულოზური შესრულებით.

ბატონი კალოიანი და მისი თანამოაზრეები ხშირად გვიკიჟინებენ ჩვენ პოლიტიკაში აქტიური ჩართულობის გამო და ცდილობენ წარმოაჩინონ ეს ჩვენს მაკომპრომეტირებელ ფაქტორად?! არადა არანაირ პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არ ვართ. უბრალოდ, „ქართული ოცნების“ ერთი რიგითი მხარდამჭერი ვართ, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ იგი სხვა პარტიებზე უკეთესია და თუ სხვა სხვანაირად თვლის, ეს მისი ნებაა.

ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი. თვითონ ბატონი კალოიანი არამარტო გარკვეული პოლიტიკური ძალის აქტიური მხარდამჭერია, არამედ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში პირადად იყრიდა კენჭს „ევროპული საქართველოს“ სიით მაჟორიტარად აჭარის უმაღლეს საბჭოში და ხმების მხოლოდ 3 (სამი) % მიიღო. ამის შემდეგ თავმოყვარე ადამიანი მინიმუმ ხმას არ ამოიღებდა. ის კი დღედაღამ ჩვენს პოლიტიკურ აქტივობაზე ლაპარაკობს. იქნებ ვინმემ აგვიხსნას, რატომ არის ჩვენს მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა დანაშაული და ბატონი კალოიანის მიერ „ევროპული საქართველოს“ სიით კენჭისყრა – არა. თუ ვინმე თვლის, რომ ექიმი აუცილებლად აპოლიტიკური და ნეიტრალური უნდა იყოს, ჯერ ერთი რატომ, ექიმიც ხომ საზოგადოების წევრია ისევე, როგორც იურისტი, ეკონომისტი, ხელოვანი, სპორტსმენი და სხვ. და მეორეც – ბ-ნი კალოიანიც (და ბევრი სხვაც) ხომ ექიმია და თან ჩვენზე არანაკლებ ცნობილი“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved