• რეკლამა
  • კონტაქტი
12:06, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპის ფინანსისტი ალენ ვეისელბერგი პროკურორებს ჩაბარდა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:03 07-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

დონალდ ტრამპის ორგანიზაციის ფინანსური ოფიცერი ალენ ვეისელბერგი მანჰეტენის ოლქის პროკურორის ოფისს ბრალის წაყენებამდე ჩაბარდა. მოსალოდნელია, რომ ვეისელბერგს და კომპანიას ბრალდებას დღეს წაუყენებენ. ამის შესახებ ალენ ვეისელბერგის ადვოკატი CNN-ს ესაუბრა.

მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ ბრალდების ოქმი გუშინ, 30 ივნისს შეადგინა და ის, სავარაუდოდ, დღეს გასაჯაროვდება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა ბრალს წაუყენებენ დონალდ ტრამპის კომპანიასა და მის აღმასრულებელ ფინანსისტს.

პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპთან დაკავშირებით რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ტრამპის ორგანიზაციას ბრალს წაუყენებენ, იმ პერიოდთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, რომელიც კომპანიის სათავეში თავად დონალდ ტრამპის ყოფნის დროს მოხდა.

ვეისელბერგის ადვოკატის ცნობით, მოსალოდნელია, რომ თავად დონალდ ტრამპს ბრალდებებს არ წაუყენებენ.

ტრამპის ორგანიზაციის საბრალდებო აქტი ორ წელზე უფრო ხანგრძლივი გამოძიების შედეგია, რომელსაც ოლქის პროკურორი საირუს ვანს უმცროსი უძღვებოდა. გამოძიება რომელიც თავდაპირველად დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის მაიკლ კოენის მიერ ქრთამის მიცემის ეჭვებთან დაკავშირებით დაიწყო, დონალდ ტრამპის საგადასახადო დოკუმენტების მოთხოვნაში გადაიზარდა.

როგორც CNN-ი წერს, იმ ადვოკატების თქმით, რომლებიც გადასახადებისგან თავის არიდების საქმეებში სპეციალიზდებიან, იშვიათია, რომ პროკურორებმა კომპანიას არაფულად სარგებელზე გადასახადების არგადახდის გამო წაუყენონ ბრალი.

გამოძიების განმავლობაში პროკურორებმა შესაძლო დარღვევების ფართო სპექტრი გამოიკვლიეს, თუმცა ბოლო თვეებში გამოძიება დავიწროვდა და არაფულად სარგებელზე გადასახადებზე კონცენტრირდა. კონკრეტულად კი ალენ ვეისელბერგზე, კომპანიის ტოპ აღმასრულებელზე, რომელიც ტრამპისთვის 1973 წლიდან მუშაობდა.

გასული წლის დასაწყისში პროკურორები ვეისელბერგთან დაკავშირებულ სამხილებს მისი ყოფილი რძლის ჯენიფერ ვეისელბერგის დახმარებით აგროვებდნენ. გამოძიებასთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მან პროკურორებს ფინანსური ანგარიშები გადასცა და გამომძიებლებს რამდენჯერმე შეხვდნენ.

წყარო – ტაბულა

თეგები: ტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved