რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პრეპარატით “Sputnik V” აიცრა. ამის შესახებ მან “პუტინთან პირდაპირი კავშირის” დროს განაცხადა.
“მე მთხოვეს, არ მეთქვა, რომელი ვაქცინით ავიცერი… როდესაც აცრას ვიკეთებდი, მიმოქცევაში ორი გვქონდა: “ეპივაკკორონა” და “Sputnik V”. მივიღე გადაწყვეტილება, Sputnik V-ით ავცრილვიყავი”, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინაციის შემდეგ არანაირი გვერდითი მოვლენა არ ჰქონდა, სიცხემ არ უწია, მხოლოდ ინიექციის ადგილას მგრძნობელობა დაუფიქსირდა.
კომენტარები