• რეკლამა
  • კონტაქტი
22:07, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დაუშავა პუტინს ქალმა, რომელმაც უბრალოდ სუნამო ხელზე იპკურა

ალია ავტორი - ალია
14:20 06-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ერთ დღეს მამაკაცმა პარკში ძვირადღირებული სუნამოს ფლაკონი იპოვა და გადაწყვიტა ის მეგობარი ქალისთვის ეჩუქა. ქალმა ბრენდი იცნო, გაუხარდა და მაშინვე ხელების მტევნებზე მიიპკურა… 15 წუთში კი ცუდად გახდა, თავი აუტანლად ასტკივდა. მეგობარმა მამაკაცმა სასწრაფო დახმარების სამსახური მალე გამოიძახა, რადგან ქალი უკვე ვეღარც დგებოდა-დონ სტერჯესი აბაზანაში ტანსაცმლით იწვა. ეს 30 ივნისი იყო, 2018 წელი, ქალაქი კი, რომელშიც მოვლენები განვითარდა, სოლსბერის მახლობლად მდებარეობდა. მამაკაცს კი, რომელმაც მეგობარ ქალს უბრალოდ ნაპოვნი სუნამო აჩუქა, ჩარლზ როული ერქვა. რამდენიმე საათში კლინიკაში გადაყვანა მასაც დასჭირდა.

„როცა ფლაკონში თავისი გამფრქვევი მოვათავსე, სითხის ნაწილი ხელებზე მომხვდა, მაგრამ ხელები გამდინარე წყალში მაშინვე დავიბანე. ზეთოვანი სუბსტანცია იყო, სუნამოს სურნელი ვერ ვიგრძენი. ხელების დაბანის შემდეგ კი ამაზე აღარც მიფიქრია. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა.“-ჩარლზ როული იმ საბედისწერო დღეს განვითარებულ მოვლენებს ახლა ასე იხსენებს.

Forensic investigators, wearing protective suits, emerge from the rear of John Baker House, after it was confirmed that two people had been poisoned with the nerve-agent Novichok, in Amesbury, Britain, July 6, 2018. REUTERS/Henry Nicholls – RC1E108C7EB0

ერთ კვირაში 44 წლის დონ სტერჯესი, რომელმაც უბრალოდ სუნამო მიიპკურა, საავადმყოფოში დაიღუპა. როული გადარჩა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თვეების განმავლობაში საკმაოდ მძიმე იყო, დაბრმავდა კიდეც, ექიმებმა უთხრეს, რომ ძველ ცხოვრებას ვერასოდეს ვერ დაუბრუნდებოდა.

რატომ და რითი მოიწამლნენ ეს ადამიანები და რა შუაში იყო სუნამო, ეს დაახლოებით 1 თვეში გახდა ცნობილი. დადგინდა, რომ ეს შემთხვევა რუსული სპეცსამსახურის მიერ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლას უკავშირდება. როგორც ვიცით, ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, სოლბერიში, პარკის სკამზე გონება დაკარგულები 2018 წლის 4 მარტს იპოვეს. ექიმებმა საბედნიეროდ მათი გადარჩენა შეძლეს, ჩატარებული გამოძიებით კი დადგინდა, რომ სკრიპალები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა ალექსანდრ მიშკინმა და ანატოლი ჩეპიგამ მოწამლეს. მათ ეს ნივთიერება სკრიპალის სახლის კარის სახელურს მიასხურეს, რის შემდეგაც ფლაკონი, რომელიც პარფიუმერულ ნაწარმად იყო შენიღბული, უბრალოდ მოისროლეს. ის კი სწორედ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ჩარლი როულიმ იპოვა და თავის მეგობარ ქალს აჩუქა. სწორედ ამგვარად შეიწირა რუსულმა სპეცსამსახურმა იმ ქალის სიცოცხლე, რომელსაც უბრალოდ საჩუქრის მიღება გაუხარდა. და ფაქტია, მხოლოდ დიდი გამართლებაა, „ნოვიჩოკმა“ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანი რომ არ დაღუპა.

იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთის ოფიციალური სტრუქტურების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ზუსტად გამოავლინა ის, თუ კონკრეტულად ვინ ჩაიდინა.

დანაშაული, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ ზუსტად გაშიფრა ნივთიერება, და დანაშაულის მოტივებიც ყველასათვის ცნობილი გახდა, რუსეთის სახელმწიფომ დღემდე არ აგო პასუხი ამ ტრაგედიის გამო; არა და, სწორედ სკოტლენდ-იარდის მიერ უმაღლეს დონეზე ჩატარებული გამოძიებაზე დაყრდნობით განაცხადა იმჟამინდელმა პრემიერმა ტერეზა მეიმ, რომ „ეს არ იყო უბრალოდ დანაშაულებრივი ოპერაცია. დიდი ალბათობით, მის ჩატარებაზე თანხმობა „ГРУ“-ს გარეთ, რუსეთის ხელისუფლების დონეზე იყო გაცემული.“ პრემიერის და მისი მთავრობის ამ შეფასებას მთელმა მსოფლიომ დაუჯერა, ეს პოზიცია გაითვალისწინა და ერთხმად დაუწესა რუსეთს სადამსჯელო სანქციები, ყველა პროგრესულმა სახელმწიფომ გამოხატა თანაგრძნობა და სოლიდარობა, მათ შორის საქართველოც იყო…

ვლადიმერ პუტინმა და მისმა ხელისუფლებამ ამ საყოველთაო აღშფოთებას და სოლიდარობას დაცინვა, ლანძღვა და სიტყვიერი სიბინძურე დაუპირისპირა. რუსული სპეცსამსახურის „ГРУ”-ს თანამშრომლები მიშკინი და ჩეპიგა რუსული პროპაგანდისტული არხის ეთერში დასხდნენ და ფართოდ „გულუბრყვილო“ გამომეტყველებით შეეცადნენ დაემტკიცებინათ, რომ უბრალო ტურისტები არიან, რომ სოლსბერიში ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად იყვნენ და ადამიანების მკვლელობასთან არანაირი კავშირი არა აქვთ.

დღეს, ის საცხოვრებელი სახლი, სადაც 3 შვილის დედას, დონ სტერჯესს ბედნიერი ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა, აღარ არსებობს, იქ ცხოვრება არავის აღარ შეეძლო და მას დემონტაჟი გაუკეთეს.. შესაძლოა, არაა შორს ის დროც, როცა იმ რეჟიმის დემონტაჟიც მოხდება, რომელმაც ამ ქალბატონს და უამრავ სხვა უდანაშაულო ადამიანს მომავალი, ჯანმრთელობა და სიცოცხლე წაართვა.

ნათია ლაგვილავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved