ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას აფასებს და აცხადებს, რომ მისი გადადგომით არანაირი ცვლილება არ იქნება.
“სხვებისგან განსხვავებით ილუზია არ მაქვს, რომ მისი გადადგომით რაიმე შეიცვლება. თუ პოლიტიკური ნება არ იქნა და სისტემური ცვლილებები არ შემუშავდა, რომელიც საარჩევნო პროცესს შეეხება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერში დამნაშავე ჟვანია იყო, ის იყო ერთი ჩვეულებრივი შემსრულებელი, რომელიც ხელს აწერდა ძალიან ცუდ რაღაცეებს, ასეთი ადამიანები კი ხელისუფლებას ბევრი შეუძლია რომ მოძებნოს”, – აცხადებს გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“.














კომენტარები