კომპანია Moderna აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც ის აწარმოებს, სხვადასხვა შტამების, მათ შორის “დელტას” წინააღმდეგ ეფექტურია. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული.
მისი ცნობით, ვაქცინას სათანადო ანტისხეულების გამომუშავება შეუძლია.
“ახალი მონაცემები გვახარებს და გვიმტკიცებს რწმენას, რომ კომპანია Moderna-ს ვაქცინა ახალი გამოვლენილი ვარიანტებისგან დაგვიცავს”, – აღნიშნულია პრესრელიზში.
ცნობისთვის, ევროკომისიამ Moderna–სთან დამატებით ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 150 მილიონი დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.
კომენტარები