• რეკლამა
  • კონტაქტი
08:55, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ აყალბებენ კოვიდ პასპორტებსა და პისიარის ცნობებს?! – “ასეთი ყალბი სერტიფიკატებით რამდენი შემოვა, კაციშვილი არ არის მაგის შემმოწმებელი!”

ალია ავტორი - ალია
21:15 06-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

თამო კეშელავა, ალია

„ალიას“ ესაუბრება, მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი გიორგი კავკასიძე

-მოიხსნა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. ზოგი თვლის, რომ დროული იყო ამ შეზღუდვის მოხსნა, ზოგი ამბობს, რომ დაგვიანებულია და ადრეც უნდა მოეხსნათ, არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მაშინაც არ ეკეთათ ქუჩაში პირბადე, როცა კანონი ავალდებულებდათ და არის კიდევ ერთი ნაწილი, ვინც ამბობს, რომ პირბადის ტარების წესი კი უნდა შეცვლილიყო ღია სივრცეში, მაგრამ არა დიდი შეკრებების დროს, მაგალითად, 500 კაციანი შეკრებისას. თქვენ რას ფიქრობთ?

-პირბადე რომ ძნელი ასატანია ზაფხულში, ფაქტია, მაგრამ, თუ იხსნება პირბადის ტარების ვალდებულება, საჭიროა ხალხის გაფრთხილება, უნდა ვუთხრათ, რომ უნდა დაიცვან მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია. კოვიდი არსად წასულა, აქ არის და ახალი შემთხვევებიც გვაქვს. მოგეხსენებათ, კოვიდი წვეთოვანი  გზით გადაეცემა. ცხელ და მშრალ გარემოში სითხე, რომლშიც ვირუსი ბუდობს,  სწრაფად შრება და ვირუსი კვდება.ადრე, სიცხეების დადგომამდე  ვსაუბრობდით 2 მეტრიან დისტანციაზე, ზაფხულში, სიცხეში, მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა აუცილებელია,  ამიტომ  გინდა 500 ადამიანი შეიკრიბოს, დაიცვან 1 მეტრიანი დისტანცია და პრობლემა არ იქნება.

-გერმანიამ, პრევენციის მინით, რუსეთიდან აკრძალა ტურისტების მიღება, თვლის, რომ ასე დაიცავს ქვეყანას, რუსეთიდან, ინდური შტამის მასიურად შეტანისგან. საქართველოს არ აქვს ეს საფრთხე?

-გერმანიას აქვს ამის ეკონომიკური და პოლიტიკური რესურსი, რომ აკრძალოს რუსეთიდან ტურისტების შემოსვლა. ჩვენ რომ იგივე გავაკეთოთ, ტურისტული სექტორი უზარმაზარ დარტყმას მიიღებს. მეორე ჩვენ ძალიან დამოკიდებული გავხდით რუსეთის ბაზარზე. ამიტომ რუსეთმა შეიძლება ემბარგო დაადოს ჩვენ პროდუქციას – ხილს, ბოსტნეულს და ა.შ., რაც ასევე დააზარალებს ჩვენ ეკონომიკას. გერმანიამ იმიტომ აკრძალა  რუსი ტურისტების შესვლა, რომ რეალურია საშიშროება რუსეთიდან ინდური შტამის მასიურად შეტანის. საქართველოში იგივე რისკებია, მაგრამ ჩვენ იგივეს გაკეთება არ შეგვიძლია.

ახლა, როცა სეზონია ხილის და ბოზტნეულის, პირდაპირ ვართ დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. რისკები რომ მაღალია, ფაქტია. მეორეა, უფრო მეტი და მეტი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთიდან ვაქცინაციის და პისიარის ყალბი ცნობებით შემოდიან. მე არ მინახავს, მაგრამ ამბობენ.

ახლა გეტყვით მე რა ვნახე – მე ვნახე საქართველოდან, ჩემი ლაბორატორიის (ლაბუნოს სამედიცინო ცენტრი) გაყალბებული ცნობა გერმანიაში! ბერლინის აეროპორტის პოლიციამ  გამოგზავნა სერტიფიკატები, რომლებიც თითქოსდა ჩემი ლაბორატორიის მიერ იყო გაცემული. მკითხა, ეს საბუთი ყალბი იყო, თუ ნამდვილი – ვუპასუხე, რომ ყალბია! ასეთი ყალბი სერტიფიკატებით რამდენი შემოვა სხვა ქვეყნიდან, კაციშვილი არ არის მაგის შემმოწმებელი. ჩემი ლაბორატორიის გაცემული სერტიფიკატის შემოწმება შესაძლებელია, ალბათ, სწორედ ამის გამო შეიტანეს გერმანელებმაც ეჭვი, ჩვენ ყველა სერტიფიკატს აქვს თავისი უნიკალური QR (სწრაფის პასუხის) კოდი რომლის შემოწმება ინტერნეტში ჩართული ტელეფონითაც შესაძლებელია, გაჩვენებს, როდის დამზადდა, ვინ დაამზადა და ა.შ.

-საქართველოში გაცემულ ყველა სერტიფიკატს აქვს QR -კოდი?

-რამდენადაც მე ვიცი, აცრის სერტიფიკატებს, კი. მე სამი კვირის წინ გავიკეთე აცრის მეორე დოზა და ამ დღეებში ვაპირებ სერტიფიკატის აღებას, ვნახავ, ექნება QR-კოდი თუ არა და თუ ექნება, რამდენად მუშაობს.

-მეორე ამბავია, რამდენად არის მზად მესაზღვრე და პატრული, უცხოეთის მიერ გაცემული სერტიფიკატების QR-კოდბი  შეამოწმოს და საეჭვო შემთხვევებში, გამცემ ორგანოს დაუკავშირდეს სხვა ქვეყანაში.

-კი, ეგ მეორე ამბავია. შესაძლოა, ვიღაც უყურებს და ვერც კი ხვდება რა არის ეს QR-კოდი და რისთვის არის, არც ეგაა გამორიცხული. რუსეთიდან ბევრი შემოვა, ბევრს ექნება სერტიფიკატი, დაცვის მექანიზმი აქვს თუ არა, არ ვიცით, ვინ იქნება შემმოწმებელი, არ ვიცით, ასე რომ, რისკები არის ძალიან მაღალი. ასევე, რისკებზე საუბრისას, უნდა ვთქვა ისიც, რომ დახურულ სივრცეშიც აღარ უკეთიათ ადამიანებს უკვე პირბადე. ესეც, რაც პირადად ვნახე, იმას გეუბნებით. აქა-იქ, ვინმეს ეკეთოს პირბადე. არც ამას ამოწმებს არავინ.

თეგები: გიორგი კავკასიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved