• რეკლამა
  • კონტაქტი
10:20, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებით აცრილებს გრძელვადიანი იმუნიტეტი უმუშავდებათ

ალია ავტორი - ალია
18:48 06-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ფაიზერ/ბიონტეკისა და მოდერნას ვაქცინები, შესაძლებელია, ორგანიზმს კორონავირუსის წინააღმდეგ გრძელვადიანი იმუნიტეტის გამომუშავებაში დაეხმაროს. Forbes-ის თანახმად, ამაზე საუბარია დღეს, 28 ივნისს გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, რომლის თანახმადაც, მათ, ვინც mRNA ტიპის ვაქცინით არის აცრილი, შეიძლება, ე.წ. ბუსტერ დოზა აღარ დასჭირდეთ.

სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ვაქცინებმა ძლიერი იმუნური რეაქცია გამოიწვიეს, რამაც შეიძლება, Covid-19-ის წინააღმდეგ წლობით დაცვა უზრუნველყოს. 

კვლევა, ასევე, აძლიერებს წინა, მაისში გამოქვეყნებულ დასკვნასაც, რომლის თანახმად, ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდინფექცია, შემდეგ კი mRNA ვაქცინის ორივე დოზით აიცრნენ, ყველაზე ძლიერი იმუნური რეაქცია აქვთ ვირუსის მიმართ.

კვლევამ, ასევე აჩვენა, რომ ვაქცინებმა წარმოქმნეს მაღალი დონის გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომლებიც ეფექტიანია კორონავირუსის სამი სხვადასხვა ვარიანტის მიმართ, მათ შორის, “ბეტა” ვარიანტის მიმართ.

კვლევის მასშტაბი მხოლოდ მოდერნასა და ფაიზერის წარმოებული ორი ავტორიზებული ვაქცინით შემოიფარგლებოდა.

ამასთან, ის არ იძლევა ბევრ ინფორმაციას კორონავირუსის “დელტა” (ინდური) ვარიანტის მიმართაც, რომელიც ყველაზე მეტად გადამდები შტამია, სხვებთან შედარებით.

როგორც Forbes წერს, ივნისის დასაწყისში მოდერნას აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბარცელი ახლო მომავალში ე.წ. ბუსტერ დოზის საჭიროებაზე მიუთითებდა, როგორც იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ასევე, ახალი მუტაციებისგან დასაცავადაც.

ამ კვლევის შედეგებით, იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც mRNA ვაქცინით აიცრნენ, სავარაუდოდ, ხანგრძლივი დროით იქნებიან დაცული, თუმცა, ახალი, მეტად გადამდები შტამების გაჩენამ შეიძლება, მაინც შეასუსტოს mRNA ვაქცინების ეფექტიანობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved