სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში შევიდა. მასთან ერთად პანსიონში მივიდა ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე. მას შენობში მეუფე იაკობი შეუძღვა.
ამ ვიზიტის შემდეგ პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ.
ნინოწმინდის პანსიონის ახალ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ომბუდსმენი პანსიონში ჩავა და მის მონიტორებსაც ექნებათ მუშაობის საშუალება.
ნინოწმინდის პანსიონს 14 ივნისიდან ყავს ახალი ხელმძღვანელი – მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.
კომენტარები