• რეკლამა
  • კონტაქტი
08:36, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის ფინალისტები ცნობილია

ალია ავტორი - ალია
12:30 06-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის ფინალისტები ცნობილია.

ჟიურიმ 260 წიგნი განიხილა და წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ივლისის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

2021 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:

საუკეთესო რომანი; საუკეთესო პოეტური კრებული; საუკეთესო პროზაული კრებული საუკეთესო პიესა; საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა; საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი; საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა; უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი; ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ „თიბისიმ“ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 4500-მდე წიგნი განიხილა, 172 პრემია გასცა და 139 ავტორი დააჯილდოვა (მათგან 21 ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ).

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის ფინალისტები არიან: წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: ირინე ტაბაღუა, „ტელეფას ცხვარი“ (ინტელექტი); ნანა აბულაძე, „აკუმი“ (ინტელექტი); კახაბერ მელითაური, „მოგზაურობა ნამცეცებს შორის“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო); ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „ცეცხლისწამკიდებელი“ (პალიტრა L); ნათია აბრამიშვილი, პრიმო ლევის „პერიოდული სისტემა“ (დიოგენე)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა: ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა); ნინო დიანოსაშვილი, „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“ (ლოგოსი); გიორგი კაკაბაძე, „რისი თქმაც მინდა!“ (პეგასი); ლევან ბრეგაძე, „პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში“ (არტანუჯი).

წლის საუკეთესო პიესა: ლაშა ბუღაძე, „ანტიმედეა“ (არტანუჯი); პაატა ციკოლია, „მედეა s01e06” (saba.com.ge)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: არჩილ ქიქოძე, „ნორვეგიული დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა); ბიძინა მაყაშვილი, „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას“ (სულაკაურის გამომცემლობა); მარიამ ხუცურაული, „მარილი გემოვნებით“ (პალიტრა L); გიგი ხორნაული, „ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი“ (მწიგნობარი); გიორგი ლობჟანიძე, „ჩემი ფანჯრებიდან“ (არტანუჯი);გელა ჩარკვიანი, “ENGLISH -როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ (არტანუჯი); ხასო ხანგოშვილი, „ქისტები (100 ამბავი)“ (არტანუჯი)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

რუსუდან რუხაძე, „სიყვარულის წონა“ (ინტელექტი); გიორგი სოსიაშვილი, „ოთხი მოთხრობა“ (გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა); ალეკო შუღლაძე, „ლაბირინთი მანუელისთვის“ (პალიტრა L)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

ნუგზარ ზაზანაშვილი, „წავა წავა წავა წავა“ (ინტელექტი); თეა თოფურია, „რატომ არ ხვდებიან ძაღლები სამოთხეში?“ (saba.com.ge); ბესიკ ხარანაული, „ეჰ, ბესარიონ“ (ინტელექტი); ეკა ქევანიშვილი, „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ (ინტელექტი); ნათია გიორგაძე, „ხმის მატარებელი“ (ინტელექტი); ბელა ჩეკურიშვილი, „ნანას ცხენი“ (ინტელექტი).

წლის საუკეთესო რომანი: თამთა მელაშვილი, „შაშვი შაშვი მაყვალი“ (სულაკაურის გამომცემლობა); ეკატერინე ტოგონიძე, „შინ-შენ“ (სულაკაურის გამომცემლობა); ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“ (ინტელექტი); შოთა იათაშვილი, „დამწყები“ (პალიტრა L).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved