• რეკლამა
  • კონტაქტი
05:39, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არავის აქვს უფლება იძალადოს ადამიანზე, რაც არ უნდა მათთვის მიუღებელი იყოს“ – ჭოხონელიძე „პრაიდის“ ორგანიზებულ მარშზე

ალია ავტორი - ალია
11:29 06-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ამ ადამიანებს სად აჩვენა და სად მოუწოდა უფალმა, სად წერია, რომ შენ ვინც არ მოგწონს, მას უნდა დაუპირისპირდე? ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ “თბილის პრაიდის” ორგანიზებით დაგეგმილი მარშის შესახებ საუბრისას იმ ჯგუფის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მარშის ძალადობრივად დარბევას გეგმავს. 

ჭოხონელიძის თქმით, ის დგას იმ ადამიანების გვერდით, რომელთა უფლებებიც ირღვევა 

“ის, რომ არსებობს ძალადობის საფრთხე, ის, რომ უპირისპირდებიან ადამიანებს, სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიან ეს ადამიანები [Tbilisi Pride] და მე ვფიქრობ, აქ არაფერი საგანგაშო არ არის. თავისთავად ის ფაქტი, რომ მათი მხრიდან არაერთხელ განხორციელებულა ძალადობრივი აქტი, სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ხდება ეს მარშიც, ყოველ შემთხვევაში, ასე განმარტავენ, რომ “ნუ დამირღვევ უფლებებს”, “ნუ ძალადობ ჩემზე”! ამაზეა აქ ლაპარაკი. რა თქმა უნდა, არანაირად არ ვფიქრობ, რომ საჭიროა აჟიოტაჟის ატეხვა და არეულობის შემოტანა.


ჩაიარონ, დიახ. არავის აქვს უფლება იძალადოს ადამიანზე, რაც არ უნდა მათთვის მიუღებელი იყოს, გინდაც რელიგიური მწარმსი იყოს, გინდა მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება იყოს… არანაირად არავის უფლება არ აქვს. ამ ადამიანებს სად აჩვენა და სად მოუწოდა უფალმა, სად წერია, რომ შენ ვინც არ მოგწონს, მას უნდა დაუპირისპირდე? ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი.

მითუმეტეს, როდესაც სიტყვის თავისუფლებას, ზოგადად, იმის თავისუფლებას უპირისპირდებიან, რომ ადამიანი იყოს ასეთი ან ისეთი. უმცირესობაში მყოფი ადამიანები სახლში არავის უვარდებიან, არავინ არაფერს პროპაგანდირებს. მე ზოგადად პროპაგანდას ვეწინააღმდეგები, კარგის, თუ ცუდის, რადგან ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავისით განსაჯოს, გადააფასოს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს. ამიტომ ვარ მე ყოველთვის იმ ადამიანების მხარეს, ვისაც ურღვევენ თავისუფლებას” – განუცხადა “ტაბულას” თამრიკო ჭოხონელიძემ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved