• რეკლამა
  • კონტაქტი
07:02, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს არ უნდა გავატაროთ! როგორმა გიჟმაც არ უნდა თქვას და რამდენი ხნის შემდეგაც არ უნდა თქვას! – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
16:48 06-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მრავალი წლის წინ ქუჩაში ერთი სანდომიანი ქალი შემხვდა, გულითადად მომიკითხა და გულისყურით მოსმენა მთხოვა. ცხადია, არ ვიუარე. მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი რკალად შეკრა, ხელი მზეს მიუშვირა და მითხრა წრეში გაიხედეო… არანორმალურ ქცევაში მისი თანამზრახველი არ გავხდი და მკაცრად ვიკითხე, რა გნებავთ-მეთქი.

– ლევან, შეუძლებელია ამაში ცოცხის ტარი შეეტიოს, ციხის კადრები დადგმულია და მოგატყუეს …

ავილეწე და ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. შეიძლება კონკრეტული კადრები დადგმულია, შეიძლება კონკრეტული კადრები პოლიტიკურმა ძალებმა მათთვის სასურველ დროსა და ადგილას გაასაჯაროვეს, რითაც ჩაიდინეს დანაშაული, ხელი შეუწყვეს ადამიანების ტანჯვის გახანგრძლივებას და უმალვე არ აღკვეთეს ხალხის დამცირება, ფეხქვეშ გათელვა… მაგრამ ეს მანიპულაცია ხომ ვერ ცვლის, ხომ ვერ ამსუბუქებს მსოფლიოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი უფლებადამცველებისა და დამკვირვებლების, თითქმის ყველას მიერ აღიარებულ ფაქტს იმის შესახებ, რომ ქართული ციხე იყო ჯოჯოხეთი, სადაც სადისტები ადამიანებს აწამებდნენ, ხოცავდნენ, ღირსებას ართმევდნენ, აუბედურებდნენ, ჭკუიდან შლიდნენ …

ამგვარი სისტემის შემოქმედ ხალხთან თანამშრომლობა შეიძლება? ნორმალურია?რატომ არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადამღები, დამსაწყობებელი, ამ კადრების გამავრცელებელზე უკეთესი ??? ორივე მხარე საზარელი არ არის ???

ეს კითხვები იცით რატომ გამიჩნდა? ვუყურე ერთ-ერთ ტელეარხზე სტუმრად მყოფ უბირ და შეშლილ დეპუტატს, ფორტეპიანოს არშემდგარ სპეციალისტს, დიღმის ტყის გამნადგურებელს, პროფესიის არმქონე ხელმოცარულ ადამიანს, რომელმაც არაფერი არ იცის პოლიტიკის შესახებ; რომელიც ამდენი წლის შემდეგ, ამდენი უბედურების შემდეგ თავს უფლებას აძლევს და ეჭვქვეშ აყენებს იმ გადახსნილი ჭრილობების არსებობის საკითხს, რომლიდანაც დღემდე სისხლი სდით ადამიანებს!

ეს არ უნდა გავატაროთ! როგორმა გიჟმაც არ უნდა თქვას და რამდენი ხნის შემდეგაც არ უნდა თქვას! თორემ ერთ-ორ წელიწადში ცერა და საჩვენებელ თითს რკალად შეკრავენ, ცალ თვალს მოგვაჭუტინებენ და გაგვახედებენ მასში თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved