• რეკლამა
  • კონტაქტი
12:36, ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი…” – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
13:47 06-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე პრე­პა­რატ ტო­ცი­ლი­ზუ­მაბ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ აშშ-მა გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში, გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ავად­მყო­ფებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცა. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გვაქვს ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ კო­ვიდ ავად­მყო­ფებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა და ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის ცენ­ტრი მას ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლი­დან იყე­ნებ­და.

“24 ივ­ნისს აშშ FDA-მ გას­ცა გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა (Emergency Use Authorisation) გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ COVID-19-ით ავად­მყო­ფებ­ში (მათ შო­რის პე­დი­ატ­რი­ულ პა­ცი­ენ­ტებ­ში), რომ­ლე­ბიც იღე­ბენ კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დებს და სა­ჭი­რო­ე­ბენ და­მა­ტე­ბით ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბას, არა­ინ­ვა­ზი­ურ, ან ინ­ვა­ზი­ურ მე­ქა­ნი­კურ ვენ­ტი­ლა­ცი­ას. მა­ნამ­დე FDA-ის მიერ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იყო ზო­გა­დად მძი­მე და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ე.წ. ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის დროს.

ჩვენს პოს­ტებ­ში არა­ერ­თგზის აღ­ვნიშ­ნავ­დით, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი სარ­წმუ­ნოდ ამ­ცი­რებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ COVID ავად­მყო­ფებ­ში მე­ქა­ნი­კუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბას და სიკ­ვდი­ლო­ბის რისკს, ასე­ვე სარ­წმუ­ნოდ ამ­ცი­რებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბას მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში. აგ­რეთ­ვე COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის გა­იდ­ლა­ინ­ში შე­ტა­ნი­ლი გვაქვს რე­კო­მენ­და­ცია მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ამის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე მხო­ლოდ 8 COVID კლი­ნი­კას აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი და მათ­გა­ნაც მხო­ლოდ 4 COVID კლი­ნი­კა (ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, “ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრი“, ნ. ყიფ­ში­ძის სახ. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა და “თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლი“) იყე­ნებს ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს სის­ტე­მა­ტუ­რად სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და არა ეპი­ზო­დუ­რად. ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის, რო­გორც COVID ავად­მყო­ფებ­ში პო­ტენ­ცი­უ­რად სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნი მე­დი­კა­მენ­ტის მსგავს იგ­ნო­რი­რე­ბას არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა არა აქვს. მი­თუ­მე­ტეს ახლა, როცა აშშ FDA-იმ გას­ცა გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა უშუ­ა­ლოდ COVID ავად­მყო­ფებ­ში (და არა ზო­გა­დად ე.წ. ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის დროს).

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გვაქვს ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ COVID ავად­მყო­ფებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა. ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის ცენ­ტრი მას წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებ­და ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლი­დან, დიდი ხნით ადრე, სა­ნამ ა.წ. იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში ინ­გლი­სე­ლე­ბის დიდი კვლე­ვე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი და­ი­დე­ბო­და. 2020 წლის მა­ის­ში ჩვენს ცენ­ტრში ერთ-ერთი კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე ავად­მყო­ფის (ქალი, 83 წლის) წარ­მა­ტე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე მოკ­ლე ტე­ლე­ფილ­მიც არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

ბოლო ორი თვის მან­ძილ­ზე “ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრში“ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბით უმ­კურ­ნა­ლეს 8 მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID პა­ცი­ენტს და მათ­გან 7 პა­ცი­ენ­ტი გა­დარ­ჩა. ეს ძა­ლი­ან კარ­გი მა­გა­ლი­თია სხვა კლი­ნი­კე­ბის­თვის.

მო­ვუ­წო­დებთ COVID კლი­ნი­კებს მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID ავად­მყო­ფე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ უფრო ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნონ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყვე­ლა ჩვე­ნე­ბის და უკუჩ­ვე­ნე­ბის, აგ­რეთ­ვე ყვე­ლა შე­საძ­ლო გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნის ზედ­მი­წევ­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ძლი­ერ­მოქ­მე­დი პრე­პა­რა­ტია, აქვს მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი. ამი­ტომ ამ მე­დი­კა­მენ­ტის და­ნიშ­ვნა და გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ“, – წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე “ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

17:57 05-27-2025
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
ახალი ამბები

აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით

16:29 05-27-2025
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

14:50 05-26-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved