• რეკლამა
  • კონტაქტი
10:30, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ფიქრობენ რუსულ დაზვერვაზე დასავლეთში

ალია ავტორი - ალია
16:02 06-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თომას ჰალდენვანგმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-სთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვა ისეთივე აქტიურია გერმანიაში, როგორც „ცივი ომის“ პერიოდში იყო. ჰალდენვანგის თქმით, კრემლს კომპლექსური სადაზვერვო ინტერესი აქვს გერმანიის მიმართ  თითქმის ყველა სფეროში. დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მეთოდებიუფრო და უფრო უხეში და სასტიკი ხდება და ამის მაგალითად 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაასახელა, რაშიც სააგენტო რუსეთის მთავრობას ადანაშაულებს.

თომას ჰალდენვანგის განცხადებამდე ცოტა ხნითადრე, Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელმა, რიჩარდ მურმა განაცხადა, რომ რუსეთი ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების წინაშე მდგარი „დაღმავალი“ სახელმწიფოა, რომელიც სულ უფრო მეტად სუსტდება.  მურმა რუსული დაზვერვის არალეგალურ აქტივობებსაც გაუსვა ხაზი. 

ჩეხეთის დაზვერვის სამსახურმა დაასკვნა, რომ რუსეთისა და ჩინეთის საიდუმლო  სამსახურები ჩეხეთის ეროვნული ინტერესებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდნენ – „რუსეთი თავისი მოწინააღმდეგეების დესტაბილიზაციას ცდილობს, მაშინ როდესაც ჩინეთი, საკუთარი ინტერესების ლეგიტიმაციის მიზნით, თანამოაზრე ქვეყნების გაერთიანებაზეა ორიენტირებული.“ ჩეხეთის დაზვერვა ძალიან კარგად ხსნის რუსული გავლენის ოპერაციების მექანიზმსა და ჰიბრიდული ომის ელემენტებს. მიზნის მისაღწევად მოსკოვი ხშირად ე.წ. არასახელმწიფო აქტორებს იყენებს, დავალებებს მათ დაზვერვის სამსახურები აძლევენ, მაგრამ ფაქტის გამოაშკარავების შემთხვევაში ოფიციალურად კავშირს უარყოფენ. ამ შემთხვევაში კრემლის კერძო სამხედრო კონტრაქტორ კომპანია „ვაგნერზეა“ საუბარი. 

ჩეხეთის დაზვერვის ანგარიში, რუსული დაზვერვის თაოსნობით განხორციელებულ კიბერშეტევებსაც განიხილავს. აქვე ევროკავშირის მიერ რუსეთის და ჩინეთის დაზვერვის სამსახურების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტიც უნდა გავიხსენოთ. სანქცირებულთა სიაში რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები ალექსეი მინინი, ალექსეი მორენეცი, ევგენი სერებრიაკოვი და ოლეგ სოტნიკოვი მოხვდნენ. ისინი ნიდერლანდებში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე არიან პასუხისმგებლები. ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამოძიებაში იყო ჩართული. 

რუსული დაზვერვა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი კიბერშეტევის, NotPetya-ს უკანაც იდგა. ამ „მავნე“ პროგრამის მთავარი სამიზნე დიდი კომპანიები იყვნენ. მიიჩნევა, რომ NotPetya-ს მიერ გამოწვეულმა ზარალმა 10 მილიარდ დოლარს მიაღწია. შეტევის მთავარი სამიზნე უკრაინა იყო, სადაც ჩერნობილის ატომური სადგურის მონიტორინგის სისტემა გაითიშა, ასევე შეფერხდა ბანკებისა და მეტროპოლიტენის ნორმალური ფუნქციონირებაც. 

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლოს, საკრებულოების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებზე და კომპიუტერულ მართვით სისტემებზე ჰაკერულმა ჯგუფმა, Fancy Bear-მა თავდასხმა განახორციელა. ქართული მხარისმიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დადგინდა, რომოპერაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. 

ლიეტუვას საფრთხეების შეფასების ანგარიშშიც ლიეტუვას ტერიტორიაზე რუსეთის და ბელარუსის სადაზვერვო სამსახურების აქტიურობაა აღნიშნული. ესტონეთის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი კი, ქვეყნის სუვერენიტეტის ერთადერთ ეგზისტენციალურ საფრთხედ რუსეთის სამხედრო დასადაზვერვო აქტივობებს ასახელებს. 

დავით ქარსელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved