• რეკლამა
  • კონტაქტი
14:36, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილით იტყუებენ თავს და ივანიშვილივით ტყუიან დღე და ღამე – საჯაროდ და საპირფარეშოში ყოფნისასაც კი! – ლაშა ბუღაძე

ალია ავტორი - ალია
18:13 06-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

მწერალი, დრამატურგი, ლაშა ბუღაძე:

“ვაცლავ ჰაველი წერს თავის დღიურებში, რომ ზოგ ქვეყანაში ხალხი ტყუპისცალივით ემსგავსება თავის ლიდერს… ლაპარაკის მანერით, სინტაქსით, ქცევით, რიტმით, იუმორით, სიხეპრით, უტიფრობით, გემოვნებით, ჟესტიკულაციით და ა. შ.

ხალხის არ ვიცი, მაგრამ ივანიშვილმა ტყუილად, ერთ უნიჭო და დაუსრულებელ სიცრუედ, აი მართლაც საზიზღარ ქოსატყუილობად აქცია ეს ქვეყანა და მთელი თავისი საქოცეთიც დაიმსგავსა ამ შიშველი, უტიფარი და განაჩენგამოუტანელი მატყუარობით…

ივანიშვილით დავირუსებული ტყუის და ცრუობს ეს ისედაც ტყუილებისგან გაბრუებულ-გასაწყლებული ქვეყანა – და თან ისე, რომ ყველა ხვდება, როდის და როგორ ტყუიდან და შედეგად მაინც არაფერი… ცოლებს ატყუებენ, შვილებს ატყუებენ, ქმრებს ატყუებენ, ამომრჩევლებს ატყუებენ, ამერიკელებს ატყუებენ, ევროპელებს ატყუებენ, აზერბაიჯანელებს ატყუებენ, თურქებს ატყუებენ, სომხებს ატყუებენ, რუსებს ატყუებენ, ერთმანეთს ატყუებენ, ივანიშვილით იტყუებენ თავს და ივანიშვილივით ტყუიან დღე და ღამე – საჯაროდ და საპირფარეშოში ყოფნისასაც კი.

ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატები (ყავლგასული მატყუარა სპორტსმენები და გადაუშენებელი ყოფილი პარტკომები), ივანიშვილს გავს ყველა პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრის ყველა წინამორბედი…

ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა (საბჭოთა დროს დაშიფრული ენა მაინც არსებობდა), ქვეყანა ტოტალურად ივანიშვილსაა დამსგავსებული – რომ “ვერ იკადრებს რაღაცას” და ამ დროს ყველაფერს კადრულობს. ეს მცნება – არა იცრუო! – ივანიშვილისტანში ბიოლოგიური შეუსაბამობაა…

მგონი, საბოლოოდ მართლა გადავჯიშდებით, ან ყოველ შემთხვევაში, გავივანიშვილდებით მაინც. შეხედეთ მის ხალხს, ეს არაა სუსტი ვირუსი”

თეგები: ლაშა ბუღაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved