• რეკლამა
  • კონტაქტი
21:48, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
12:43 06-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საქართველოს 10 მოქალაქე, რომელიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობდა, ხვალ სამშობლოში დაბრუნდება. როგორც ერთ-ერთმა დასაქმებულმა ჯაბა ჩაჩანიძემ განაცხადა, მათ დამსაქმებელი შეეცვალათ, რის შემდეგაც შრომითი ანაზღაურება შეუმცირეს და არასათანადო პირობებში იმყოფებიან.

მისი თქმით, ახალ დამსაქმებელთან მათ ერთი ყუთი მარწყვის მოკრეფის შემთხვევაში 2.50 ევროს უხდიან და ხშირად უწევთ ზეგანაკვეთურად, შესვენების გარეშე მუშაობა.

ჯაბა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ გერმანიაში დროებით დასაქმებული ქართველები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ ზარალის კომპენსაციით მოთხოვნით, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

„გერმანული მხარის წარმომადგენლები იყვნენ, შეამოწმეს ყველაფერი, შრომითი პირობები, საცხოვრებელი პირობები და დამსაქმებელი შეგვიცვალეს. სხვა დამსაქმებელთან, სხვა ქალაქში გადაგვიყვანეს. საცხოვრებელთან დაკავშირებით პრეტენზია არ გვქონდა, მაგრამ ისევ ანაზღაურების პრობლემებს წავაწყდით. ძველ დამსაქმებელთან გვიხდიდნენ 3 ევროს ერთ მოკრეფილ ყუთზე და აქ 2,5 ევროს გვიხდიან. საათობრივად უფრო ნაკლები ანაზღაურებაა. 8 სთ-ზე მეტსაც ვმუშაობდით, მაგრამ მაინც არ გამოდიოდა საათობრივი ანაზღაურება. გარდა ამისა, შესვენების გარეშეც ვმუშაობდით. ეს არის პრობლემა სამუშაოდ ვართ წამოსული, მაგრამ კიდევ გაურკვევლობაში, კიდევ ახალ პრობლემებში აღმოვჩნდით და 10-მა ადამიანმა მივიღეთ გაწყვეტილება, ხვალ უკან დავბრუნდეთ. ხვალ არის ფრენა. არავითარი სანქცია არ დამეკისრება, რადგან კონტრაქტი თვითონ დამსაქმებელმა დამირღვია. ჩვენ იურისტებთან კონსულტაციები გავიარეთ და ვაპირებთ, რომ სარჩელი შევიტანოთ ქართული მხარის, ანუ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ. 3 ადამიანი უკვე წამოსულია, 5 დღით ადრე წამოვიდნენ და კარანტინში არიან. სავარაუდოდ, ჩვენც ასე გაგვიშვებენ და დაახლოებით 8-10 დღის შემდეგ ვაპირებთ ერთად შევიკრიბოთ და ერთობლივი ძალებით ერთობლივი სარჩელი შევიტანოთ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ. 3 ადამიანი წამოსულია, ერთი სხვაგან გადავიდა, ცალკე კერძო დამსაქმებელი იპოვა, 10 ადამიანი მოვდივართ და 10 რჩება. ახალი ბილეთი ჩვენივე ხარჯებით შევიძინეთ, რადგან პრობლემა შეგვექმნა და ძველი ბილეთი ვერ გადავცვალეთ, რომლითაც აგვისტოში წამოსვლა გვიწევდა. ამიტომ, ახალი ბილეთის აღება მოგვიწია. ხარჯი ხარჯს დაემატა და პრობლემა პრობლემას. ჩვენ გავაპროტესტეთ შრომითი პირობები და გითხრეს, ვისაც არ მოგწონთ შეგიძლიათ წახვიდეთო. ამიტომ, წამოსვლას ვაპირებთ“, -განაცხადა ჩაჩანიძემ.

მისი განმარტებით, გერმანიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების ბედით არც დაინტერესებულა.

„საქართველოს საელჩოს არავითარი ყურადღება არ გამოუჩენია. 10 დღე ისე გავიდა, საელჩოდან ერთი ზარი არ შემოსულა. როცა დავრეკე, უი, პრობლემა არ მოგვიგვარდათო? გვეგონა, რომ მოგვარებული იყოო. ხომ შეიძლება ელემენტარულად დარეკო და მოიკითხო, საქართველოს მოქალაქეები ვართ. ამ საკითხის ასე დატოვებას არ ვაპირებთ, სამართლებრივად ვიბრძოლებთ.

აქ მყოფი დანარჩენი ადამიანები მცირე იმედს ჩაებღაუჭნენ, იქნებ რამე შეიცვალსო, მაგრამ ამ იმედის ძებნაში უკვე თვეზე მეტი გავიდა. საცხოვრებლის, კვების, ინტერნეტისა და სხვა ხარჯები ჩვენი იყო. საქართველოდან ვალით წამოვედი, აქედან რომ მივდივარ კაპიკი არ მაქვს და ისევ ვალით მივდივარ. ასეთ პირობებში ფაქტობრივად მუშაობა არ შემიძლია. 9 მაისს წამოვედით და 1,5 თვე გავიდა. 5 აგვისტოს გვიწევდა საქართველოში ჩამოსვლა.

მინდა გავაჟღერო, რომ ეს დასაქმების პროგრამა სიცრუეა, ყველაფერი ფარსზეა აგებული, აბსოლუტურად ყველა ხარჯი ჩვენ გავიღეთ. გერმანიაში რომ წამოვსულიყავი 800 ევრო ვისესხე, უკან რომ დავრუნდე ამისთვის კიდევ 300 ევრო ვისესხე. 5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან. უბრალოოდ გაუსაძლისია ჩემთვის, სულ ნულზე დავრჩი. მირჩევნია ისევ საქართველოში ჩამოვიდე, ვიდრე ამათ ვემონო. ზარალის კომპენსაციას აუცილებად მოვითხოვთ“, -აცხადებს ჩაჩანიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved