• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება

ალია ავტორი - ალია
20:01 06-21-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

საქართველოს ბანკი ფინტექ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის, StartUp Grind-ისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, 24 ივნისს 10 საათზე Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება.   

ღონისძიება GIFT-ის,  Fintech-ის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ფორუმის აღმოსავლეთ ევროპაში შემოსვლას ეძღვნება. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება. მას 20 სხვადასხვა ქვეყნიდან 30-მდე საერთაშორისო დონის სპიკერი გაუძღვება.

სამიტზე ისეთი თემები იქნება განხილული, როგორიცაა:  ღია და ინკლუზიური ფინანსები, გლობალური ფინტექ ეკოსისტემები და პოლიტიკის ჩარჩოები, ქალი ლიდერები ფინტექში და სხვა. წარმოდგენილ ორგანიზაციებს შორის კი იქნებიან: Citi, Standard Chartered Bank (SCB), DBS Bank, ჰონგ-კონგის, სინგაპურის, პორტუგალიისა და სხვა ქვეყნების ფინტექ ასოციაციები. ასევე, ცენტრალური ბანკები, და გაეროს, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და აზიის განვითარების ბანკის  სააგენტოების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3iRCrJG

„ფინტექი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ფინტექის ეკოსისტემის სხვადასხვა მოთამაშეებმა, იქნება ეს ბანკები, მსხვილი ტექნოლოგიური და აკადემიური წრეები თუ სხვა,  მჭიდროდ ითანამშრომლონ. გლობალური პლატფორმის შექმნაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. GIFT-ის სამიტი დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს მსოფლიოს წამყვანი სპიკერებისგან მოისმინონ კიდევ უფრო სიღრმისეული და კომპლექსური ანალიზი აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებით“, – აცხადებს ჯილ ებანოიძე, Global Impact FinTech-ის მმართველი დირექტორი.

ცნობისთვის, Global Impact FinTech (GIFT) Fintech-ის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი, მრავალფეროვანი და ინკლუზიური ფორუმია, რომელიც ეკოსისტემის ლიდერებს 60 ქვეყნიდან აერთიანებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved