• რეკლამა
  • კონტაქტი
07:51, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ორივეს ყელს გამოგჭრითო…” – რუსთავში მამაკაცი ხალხს ქუჩაში დანით დასდევდა

ალია ავტორი - ალია
01:06 06-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ფოტო – ინფო რუსთავი

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ხანჯლით შეიარაღებული მამაკაცი რამდენიმე პირს თავს დაესხა.

კაცი განსაკუთრებით აგრესიული ქუჩაში გაჩერებული ტაქსის მძღოლის მიმართ აღმოჩნდა, რომელსაც ყელის გამოჭრით ემუქრებდა.

“მოვიდა და დანას მიტრიალებდა, ყელს გამოგჭრი და მოგკლავო”, – უყვება მამაკაცი “ინფო რუსთავს”.

როგორც თვითმხილველები იხსენებენ, შეიარაღებულ კაცს სიტყვიერი დაპირისპირება ფაქტის შემსწრე სხვა პირებთანაც ჰქონდა.

“მოვიდა ამ კაცთან, პირბადე მოგლიჯა და გინება დაუწყო. აქ ერთი ბიჭი იყო ამ დროს და იმან უთხრა გაჩერდი, რა დღეში ხარო. შენც გიცნობ, იმასაც ვიცნობ, ორივეს მოგაჭრით თავსო ასე უპასუხა. გაჩერდა ეს კაცი, თორემ შეიძლება დაერტყა პასუხი რომ გაეცა”, – იხსენებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცის მხრიდან მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. თვითმხილველებმა მეგობრობის გამზირზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა 60 წლამდე კაცი ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა შეიარაღებული პირის იდენტიფიცირება და პოვნა მალევე შეძლეს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მამაკაცი რუსთავის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში ის არ მიიღეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს კლინიკაში განუცხადეს, მიზეზი ადგილების არარსებობა გახდა.

“ჩვენ ფიზიკურად ადგილი არ გვაქვს, ამის შესახებ მოვახსენეთ საპატრულო პოლიციას, შევადგინეთ ოქმი და გავუშვით. ფიზიკურად ვერ მივიღებთ”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” კლინიკის მორიგე ექიმმა, მარიამ მამრიკიშვილმა.

ექიმმა კითხვის საპასუხოდ, აქვთ თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ბედი ეწევა პაციენტს, რომელსაც მათი დახმარება ესაჭიროებოდა, განაცხადა, რომეს უკვე კლინიკის პასუხისმგებლობა აღარაა და მამაკაცი საავადმყოფოდან სასწრაფო დახმარების, ასევე საპატრულო პოლიციის თანხლებით წავიდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ადგილების სიმცირის გამო გამოწვეული რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, კაცის გადაყვანა გლდანში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხერხდა, სადაც ის მკურნალობას გააგრძელებს.

“ინფო რუსთავი”

თეგები: რუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved