• რეკლამა
  • კონტაქტი
21:37, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა რეფორმებს გეგმავს გიორგი გახარიას პარტია?

ალია ავტორი - ალია
19:37 06-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

გიორგი გახარიას პარტიამ პოლიტიკური პროგრამა წარადგინა.

“საქართველოსთვის” აცხადებს, რომ მათი პროგრამული ხედვა 3 ძირითად მიმართულებას ეფუძნება: 

  1. განვითარება 
  2. დემოკრატია 
  3. უსაფრთხოება 

პარტია აცხადებს, რომ შემდგომ წლებში, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის აუცილებელია სისტემური განახლება და რეფორმების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით:

  • სახელმწიფო მმართველობა, რომელიც ეფუძნება ძალაუფლების დანაწილების პრინციპს, დეცენტრალიზაციას და მოქნილ და ეფექტიან სახელმწიფო აპარატს; 
  • მართლმსაჯულების სისტემა, სადაც რეფორმა ეხება ყველა რგოლს, მათ შორის, სამართალდამცავ და საპროკურორო საქმიანობას, სასამართლო სისტემას და მიმართულია თანმიმდევრული და სამართლიანი პოლიტიკის გატარებაზე;
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის რისკების შემცირებაზე და პრევენციაზე მიმართული პოლიტიკის გატარების, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მმართველობის სისტემის უზრუნველყოფის და კორუფციული დანაშაულის გამოძიების ერთიანი, დამოუკიდებელი მექანიზნის შექმნის გზით;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, მასში ახლებური ხედვის ფორმირების გზით, კონტრ-სადაზვერვო, საგარეო დაზვერვის, ჰიბრიდული საფრთხეების და სხვა მიმართულებებით; 
  • განათლების სისტემა, რომელიც უნდა იყოს მოქნილი ადმინისტრირებისა და მართვის ნაწილში; ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას;
  • სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც იქნება მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული, მეტი სამართლიანობისა და უკეთესი მიზნობრიობის უზრუნველსაყოფად.

რეფორმის შემდგომი ეტაპებია განსახორციელებელი შემდეგი მიმართულებებით:

  • საგადასახადო სისტემა და საგადასახადო ადმინისტრირება;
  • ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისების მიწოდება;
  • ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება, მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით;

საქართველოს უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერების მიზნით ნატოსთან თანამშრომლობის პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენება. გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად, მათ შორის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების მიზნით, კონკრეტული საგზაო რუკის შემუშავება და განხორციელება. საქართველოს როლის განსაზღვრა ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში.

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved