• რეკლამა
  • კონტაქტი
07:56, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ 3 მულტიფუნქციური იდეათეკა გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
17:37 06-18-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით, ბანკმა კიდევ 3 მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა – იდეათეკა გახსნა.

კომპიუტერებით, წიგნებით და სხვა შემეცნებითი საშუალებებით აღჭურვილი სივრცეები ზემო ნიქოზის, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლებში სულ ახლახან გაიხსნა.

საქართველოს ბანკმა პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო. მის ფარგლებში ჯამში უკვე 7 სკოლაში მოეწყო მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების საყვარელ ადგილად იქცა. იდეათეკა ერთ სივრცეში აერთიანებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: ყოველდღიური გაკვეთილები, ჯგუფური პრეზენტაციები, ონლაინ შეხვედრები მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერებთან და სხვა.  პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა და ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს.

„ჩვენ ვაგრძელებთ იდეათეკების პროექტს და  მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ 3 რეგიონში გაგვეხსნა მულტიფუნქციური სივრცე. შემოდგომაზე დამატებით  2 საჯარო სკოლაში ვგეგმავთ იდეათეკის გახსნას. ჩვენი მიზანია, ამ პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ საზღვრისპირა სოფელში მოეწყოს მსგავსი სივრცე და წელს მოეწყო კიდეც ზემო ნიქოზში. იდეათეკის პროექტის მეშვეობით ჩვენ გვსურს უფრო მეტ მოსწავლეს მივცეთ არაფორმალურ განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა. 2500-მდე მოსწავლე უკვე აქტიურად იყენებს აღნიშნულ სივრცეებში განთავსებულ რესურსს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები. იდეათეკები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას და მოსწავლეთა მეტ ინტერაქციულობასაც. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში,  7 საჯარო სკოლაში: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლებში უკვე მოეწყო. სულ მალე ამ ჩამონთვალს კიდევ 2:  ახალქალაქის მე-3  და დუისის  საჯარო სკოლა შეემატება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved