• რეკლამა
  • კონტაქტი
16:39, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 რამ, რაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია! – ზალკალიანის პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
20:04 06-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი:

1. ვაქცინა, რომელიც ზაფხულის პერიოდში იმდენი გქვექნება, რომ თაროზეც შემოვდებთ, იმაზე მეტი გვექნება, ვიდრე საკმარია ჩვენთვის, მოგვრჩება… მართალია, ვაქცინა ჯერ არ გვაქვს ქვეყნის მოსახლეობის ასაცრელად, მაგრამ სამაგიეროდ, ზაფხულში იმაზე მეტი გვექნება, ვიდრე მოსახლეობის ასაცრელადაა საჭირო…

„ ჩინეთთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია და ის ვაქცინები, რომლებიც შემოვიტანეთ, სწორედ ამ აქტიური დიპლომატიის შედეგია. უახლოეს პერიოდში გვექნება დამატებითი ვაქცინები ისევ ჩინეთიდან. ასევე, „ფაიზერთან“ პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით შედგა კომუნიკაცია აღმასრულებელ დირექტორთან. ალბათ, უკვე ივლისიდან შესაძლებელი იქნება, „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინები შემოვიდეს საქართველოში. კიდევ უფრო მეტს ველით ასევე იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა მიიღო და საქართველო მოხვდა იმ ცხრა ქვეყანას შორის, ვისაც შტატები დამატებითი ვაქცინებით დაეხმარება. დღეს გამიჭირდება ვთქვა, რა დასახელების ვაქცინა იქნება, მაგრამ ეს იქნება ის ვაქცინა, როელიც აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის მიერაა ავტორიზებული. დარწმუნებული ვარ, ზაფხულის პერიოდში, ქვეყანას ექნება საკმარისზე მეტი ვაქცინა, რათა ეფექტურად გაუმკლავდეს პანდემიას”

2. გერმანიაში დასაქმებული ქართველების პრობლემა, რომელიც, წესით, უკვე მოგვარებული უნდა ყოფილიყო

„არა მხოლოდ ჩვენი საკონსულოს, არამედ გერმანიის ხელისუფლებასთან მქონდა კომუნიკაცია ამ თემაზე. გუშინაც მქონდა საუბარი გერმანიის ელჩთან, რომ ეს თემა იყოს სწრაფად მოგვარებული, რადგან საქმე გვაქვს ადამიანებთან, მათ ყოფით მდგომარეობასთან და ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მიცემულია დავალება ჩვენი საკონსულო სამსახურისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ გერმანელ პარტნიორებთან ერთად სწრაფად მოგვარდება ეს პრობლემა“

3.ზაზა გახელაძე, ოკუპაციის ტყვე – დარწმუნებით, რომ დაპირდა პრემიერი, მალე გაათავისუფლებენო, როგორც ოჯახი ჰყვება და იგივე ოჯახისვე თქმით, მოტყუებულად რომ გრძნობენ თავს – ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვას უნდა ერწმუნოს

„ყოველი ჩვენი დღე იწყება და მთავრდება გახელაძის თემით, თითოეული ჩვენი უწყებისა და სტრუქტურის მთავარ პრიორიტეტშია ეს საკითხი, არა მხოლოდ თბილისში, არამედ მსოფლიოს დედაქალაქებში. რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. ეს საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვაქვს სხვა ხერხები და არხები, რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი ჩვენი მოქალაქის გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მერწმუნეთ, ყველა ზომას, ხერხს მივმართავთ, ყველა ბერკეტი არის მაქსიმალურად ამოქმედებული, რათა მისი გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხერხდეს“

4.საქართველოსა და 57 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 80-მა სახელმწიფომ – ყველამ უნდა ვირწმუნოთ, რომ დიპლომატიური სამსახური მოწოდებულია, 24 საათიან რეჟიმში იმუშაოს – რამდენად მუშაობს 24 საათიან რეჟიმში დიპლომატიური სამსახური, ეს ყველას შეგვიძლია გადავამოწმოთ, თორემ, მოწოდებული რომ არიან, ვირწმუნეთ.

„მერწმუნეთ, თითოეულ ხმას აქვს ოქროს ფასი. ხმების რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება, შარშანდელთან შედარებითაც გაიზარდა (80 ქვეყნის მხარდაჭერა და 57 თანასპონსორი), რაც ჩვენი დიპლომატიური სამსახურისა და მისიების მხრიდან ყოველდღიურ, კოლოსალურ შრომას მოითხოვს. იმ პირობებში, როდესაც რუსეთს უშიშროების საბჭოს ფორმატი დაბლოკილი აქვს საქართველოს საკითხის განხილვისთვის, ჩვენ მაინც ვახერხებთ უშიშროების საბჭოს ფორმატში ჩვენი საკითხების აქტუალიზაციას, გენერალური ასამბლეის ფორმატიც მაქსიმალურადაა გამოყენებული. ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი იმ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან მიმართებით, რომელიც შექმნილია, ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია განდევნილი საკუთარი სახლიდან. ზეწოლა იქნება მუდმივი. მომავალ წელსაც გვექნება ეს რეზოლუცია. ჩვენ ყოველწლიურად ვაწყდებით გაასმაგებულ წინააღმდეგობას ყველა ქვეყანაში, ჩვენ კი ჩვენი რესურსის ფარგლებში ყველა ქვეყანაში არ გვაქვს საელჩოები, ხოლო ასეთი გეოგრაფია გვაქვს მხარდაჭერის, ეს ძალიან სერიოზული სამუშაოა და ყველა დამერწმუნება, რომ ჩვენი დიპლომატიური სამსახური 24-საათიან რეჟიმში მოწოდებულია, რომ ჩვენი საკითხი ისეთი მაღალი დონის ფორმატში, როგორიც არის გენერალური ასამბლეა, მუდმივად იყოს აქტიური“

5.საქართველო ამერიკა-რუსეთის დღის წესრიგში – მინისტრმა ამჯერად თავს აჯობა და იმაშიც დარწმუნებულია, რომ არათუ დღეს, მომავალშიც იქნება საქართველო ამერიკა-რუსეთის დღის წესრიგში

„უპრეცედენტოდ მაღალია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და ჩვენი საკითხის აქტუალიზაცია უმაღლესი დონის შეხვედრებზე. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავაანალიზოთ ამ შეხვედრის კონტექსტი. ბოლო წლების განმავლობაში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები ასეთ დაბალ ისტორიულ ნიშნულზე არასდროს ყოფილა, ისინი თითქმის მისული არიან ე.წ. ცივი ომის ზღვარზე. აქედან გამომდინარე, განსახილველი საკითხების თემა იყო ძალიან დიდი. ორ საათს გაგრძელდა ეს შეხვედრა და არავინ იცის, იქ რა დეტალებზე იყო საუბარი. რაც პრესკონფერენციაზე გავიგეთ იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს საკუთარ მოკავშირეებს. რა თქმა უნდა, ვინ, თუ არა საქართველო იგულისხმება ამ მოკავშირეებში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

ასევე ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც მოვისმინეთ არის, რომ შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებით და ეს დიალოგი სრულმასშტაბიანი ფორმატით შემდგომ გაგრძელდება სხვა უწყებების დონეზე. აქაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს თემატიკა იქნება, რადგან ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ძალიან მკაფიოდ ახსენა, რომ მათთვის მიუღებელია, რომ დღევანდელი მსოფლიო უსაფრთხოების დღის წესრიგი დარღვეულია, რადგან რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს. ამერიკა-ევროკავშირის სტრატეგიაში კი პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოსთან და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით დარღვეულია საერთაშორისო სამართლის პრინციპები. ანუ, შესაძლოა, სახელობითად არ ყოფილიყო პრესკონფერენციაზე საქართველო ნახსენები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს თემატიკა როგორც აქამდე, ისე მომავალშიც აუცილებლად იქნება ამერიკა-რუსეთის დღის წესრიგში“

მინისტრის კომენტარები პირველმა არხმა გაავრცელა 5 ნაწილად და აქედან 3 ნაწილის სათაურში, მინისტრის ნათქვამი ფრაზა იწყებოდა ასე: “დარწმუნებული ვარ…”

თეგები: დავით ზალკალიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved