• რეკლამა
  • კონტაქტი
00:03, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გამყრელიძე უდიდესი დამნაშავეა და მან და მისმა ამფსონებმა პასუხი უნდა აგონ იმის გამო, რაც ჩაიდინეს, რაც ბიუჯეტიდან მოიპარეს და სხვა მაქინაციებით იშოვნეს“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
17:34 06-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ლევან ჯავახიშვილი, ალია

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „სახალხო ტრიბუნას“  ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ორონაპანდემიის გამო, ხელისუფლების ინიციატივითა და შუამდგომლობით, რაც შეღავათები ჰქონდა დაწესებული ბიზნესს საგადასახადო კუთხით, ბანკებში კრედიტების რესტრუქტურიზაციისა თუ კრედიტის გადასახადის დროებით გადავადების კუთხით, 1–ლი ივნისიდან დამთავრდა. სახელისუფლებო ბიზნესის გარდა, სხვა ბიზნესები სულს ღაფავენ, კოტრდებიან. ცალკე, ყველაფერი გაძვირდა, უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური ვითარებაა ქვეყანაში. რაში ხედავთ გამოსავალს?

– უმძიმესი ვითარება კი არა, კატასტროფაა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური კუთხით. პანდემიის გამო დაწესებულმა ამ შეზღუდვებმა დააქცია ბიზნესი, ლარის გაუფასურებაც კავშირშია ამ არაფრის მომცემ შეზღუდვებთან. გასაგებია, რომ ეს კორონავირუსია მსოფლიოში და ჩვენთანაც, მაგრამ საზოგადოების მეტი ინფორმირება იყო საჭირო, რაც არ გააკეთეს. გაეხნათ რესტორნები და ვისაც უნდოდა, შევიდოდა და ვისაც ამ ვირუსისა ეშინია, საკუთარი ჯანმრთელობა ადარდებს, ის ხალხი არ შევიდოდა, სახლებიდან არ გამოდიან ასეთები და რესტორანში შევიდოდნენ? შესაბამისად, ვისაც ეშინია, არც ტურისტად წავა, არც სასტუმროში იცხოვრებს და არც  სხვაგან წავა, სადაც თვლის, რომ შესაძლოა, ვირუსი შეეყაროს. მაგრამ ეს შეზღუდვები რომ არ დაეწესებინათ, ქვეყანა რომ არ ჩაეკეტათ, ის ხალხი, ვინც ვითომ ჩვენზე ზრუნავდა, მილიონებს ხომ ვერ მოიპარავდა? ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი ახლობლები, საკუთარ სასტუმროებით, კლინიკებით, ფარმაცევტული კომპანიებით, ბიუჯეტის ხარჯზე უზარმაზარ ფულს ხომ ვერ იშოვნიდნენ? ეს იყო ჩაკეტვების აზრი და არსი. რამდენი საგარეო ვალი აიღეს, მაგრამ საქმე მაინც ვერ გააკეთეს, ეს ვალი კი კისერზე დაადეს ქვეყანას. საგარეო ვალიდან, ვალად აღებული თანხებიდანაც ბევრი ფული იშოვნეს, ბევრი წაიღეს სახლში და ცოტა მოახმარეს საქმეს. ამირან გამყრელიძე უდიდესი დამნაშავეა და მან და მისმა ამფსონებმა პასუხი უნდა აგონ იმის გამო, რაც ჩაიდინეს, რაც  ბიუჯეტიდან მოიპარეს და სხვა მაქინაციებით იშოვნეს.

– უამრავი ფულადი დახმარების მიუხედავად, ვაქცინა აღარ არის ქვეყანაში, სამათხოვროდ და სხვის საჩუქებლად გაგვიხდა საქმე. ჯერ მარტო კორონავირუსის ფონდში, გინდაც ივანიშვილმაც რამდენი გადმორიცხა, ხომ გვახსოვს?!

– კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, 450 მილიონი ხომ იყო? ამდგარიყვნენ და ეყიდათ ვაქცინები, მაგრამ არ იყიდეს, რადგან „ატკატი“ არ კეთდებოდა და ფულს ვერ იშოვიდნენ. არ ეგონათ, რომ არჩევნების გამო უცხოეთი ასე დასჯიდა, ეგონათ, ვაქცინას აჩუქებდნენ. შემოიტანდნენ, მეორედ მოიმღერებდნენ გმირობას, მაგრამ არ გამოუვიდათ.

– კი, ძალიან სერიოზული, საქმეში ჩახედული ხალხი აცხადებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა იმიტომ არ იყიდეს, რომ „ფაიზერმა“ „ატკატზე“, ფინანსურ მაქინაციაზე უარი თქვა. ამის შემდეგ იყიდეს „ასტრაზენეკა“, შემდეგ ჩინური „სინოფარმი“ და „სონოვაკი“ და ამ ვაქცინების შეძენაზე დიდი ფული გააკეთეს.

– „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“, რომელიც ამირან გამყრელიძეს ეკუთვნის და რომლის გენერალური დირექტორიც მისი შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა, მუშაობს „ფაიზერის“ ყოფილი თანამშრომელი,  ქალბატონი, საკმაოდ მაღალ პოსტზე. ეს „კანალი“ არსებობდა და შესაძლოა, მაგის იმედად იყვნენ, მაგრამ ამან არ იმუშავა. კორუფციული სქემები, ცხადია, არსებობს, ეს ცალკე სალაპარაკოა. ჩვენს ჯანდაცვის სისტემაში ისეთი კორუფციაა და განსაკუთრებით, ამ პანდემიის დროს იმდენი ფული აკეთეს, ეს საქმეები გამოსაძიებელია. ვაქცინებზე „ატკატების“ თემაც დამაჯერებლად მიმაჩნია. ახლა, შევარდნაძის მინისტრისგან, ამირან გამყრელიძისგან კორუფცია და „ატკატი“ ჩვეული ამბავია. „იბიარდმა“ 25 მილიონი ევრო გამოუყო საწოლ–ფონდების გასაკეთებლად და მათ ეს ფული მიითვისეს. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“, კონკრეტულად.

და თუ ასე არ არის, გამოვიდნენ და საპირისპირო დოკუმენტალურად დაამტკიცონ. მოგაწოდონ ჟურნალისტებს ინფორმაცია და ამასაც „ალიაში“ დიდი სიამოვნებით დაბეჭდავთ.

თეგები: ამირან გამყრელიძედავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved