• რეკლამა
  • კონტაქტი
12:42, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაფიცვის გამო “ბოლტი” კურიერებს დისკრიმინაციულად ექცეოდა – ომბუდსმენი

ალია ავტორი - ალია
17:58 06-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

სახალხო დამცველმა შეისწავლა “ბოლტის” კურიერების მიმართვა და დაადგინა, რომ მათ კომპანია განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციულად ექცეოდა. დასკვნა დღეს, 15 ივნისს გახდა ცნობილი.

“კომპანიის მიერ განმცხადებლებისთვის აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვა, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, რისი საფუძველიც კურიერების მიერ გამოხატული პროტესტი გახდა”, – აღნიშნავს სახალხო დამცველის აპარატი.

მათივე ინფორმაციით, მათ კომპანია “ბოლტმა” აცნობა, რომ კურიერებთან სამართლებრივი ურთიერთობა არა შრომითი, არამედ საპარტნიორო ხელშეკრულებით რეგულირდებოდა და “პარტნიორი კურიერები პლატფორმიდან დაიბლოკნენ არა პროტესტის გამოხატვის, არამედ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობის გამო, რითიც ხელი შეუშალეს Bolt Food-ის და პარტნიორი რესტორნების საქმიანობას”.

სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, რომ იხელმძღვანელეს საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა იურისდიქციის მიერ დადგენილ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით და დაადგინეს, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირები, მათ შორის, „ბოლტის“ კურიერები, კომპანიასთან არიან შრომით ურთიერთობაში და, შესაბამისად, შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

სახალხო დამცველმა „ბოლტს“ მიმართა რეკომენდაციით:

  • დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა;
  • რეკომენდაციით დადგენილი სტანდარტი გავრცელდეს ყველა იმ კურიერის მიმართ, რომელსაც, პროტესტის გამოხატვის გამო, ასევე შეუჩერდა აპლიკაციაზე წვდომა, სურს წვდომის აღდგენა, თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველისთვის არ მოუმართავს;
  • მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდა ორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა.

Bolt Food-ის რამდენიმე კურიერმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია 24 მარტს გამართა. ისინი ითხოვდნენ, კომპანიას მათთვის ბლოკი მოეხსნა და ძველი პირობებით მუშაობა განეახლებინა

თეგები: ბოლტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved