• რეკლამა
  • კონტაქტი
23:06, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახარიას “ტვ პირველზე” მისვლის “გაპრავება” იმით, რომ აგერ კობახიძეც მივიდა ნაცების ტელეარხზე, ალოგიკურია – გია აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
13:36 06-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე:

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პირდაპირ ეთერში ინტერვიუ ერთ-ერთ უმთავრეს მავნებელ ტელეარხზე, “მთავარზე” მომეწონა და იმედია, ასეთი კორექტულად მწვავე Q&A გაგრძელდება “მთავარზეც” და “ტვ პირველზეც”. რატომ არის ეს ჩვენ რეალობაში უჩვეულო და გასაკვირი? დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერვიუები მათთან დაპირისპირებულ ტელესადგურებზე ხომ რუტინული მოვლენაა? დიახ, ოღონდ ერთი დიდი განსხვავებით – დემოკრატიულ სამყაროში უწყვეტი, დესტრუქციული ტელედეზინფორმაცია მიუღებელია, ვერ ხარობს. აქ კი მმართველი გუნდი დათანხმდა ახალ გამოწვევაზე – ნაცპარტიული ტელევიზიები vs ხელისუფლების წარმომადგენლები.

ბუნებრივია, საუბრის ერთ-ერთი მთავარი იქნებოდა მმართველი გუნდიდან მოულოდნელად და დღემდე გაუგებრად წასული პრემიერ-მინისტრის თემა, რაზეც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აღნიშნა – გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კრიტიკული შეკითხვები მანამდეც არსებობდა, ხოლო ღალატი 2021 წლის 17-18 თებერვალს უკავშირდება. გახარიას ჰქონდა მძიმე მდგომარეობა 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, მაგრამ მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა მისი იმიჯი რომ შემოტრიალებულიყო, – თქვა კობახიძემ.

კობახიძის მისვლამ “მთავარზე” გახარიას მხარდამჭერთა ერთ ნაწილში გამოიწვია ტრაგიკომიკური აღქმა – თუ “ქართული ოცნების” ლიდერი მივიდა “გლავკანალზე” ე.ი. მმართველი გუნდისა და “ნაციონალური მოძრაობის” ალიანსი გარდუვალია. იმედია, რომ საჯარო გამოსვლებში “საქართველოსთვის” ოფიციალური წარმომადგენლები ამ ოქსიმორონს არ გაიმეორებენ როგორც იმას, რომ ივანიშვილმა 7 ივნისის წერილი “ზეწოლის ქვეშ” დაწერა.

გახარიას “ტვ პირველზე” მისვლის “გაპრავება” იმით, რომ აგერ ირაკლი კობახიძეც მივიდა ნაცების სხვა ტელეარხზე, ასევე ალოგიკურია. გახარიას როგორც ახალი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დებიუტი იყო “ტვ პირველის” თოქ-შოუში, ხოლო კობახიძე მმართველი პარტიის ლიდერად იანვარში აირჩიეს.

არ მაქვს ილუზია, რომ რადიკალური ოპოზიციის ტელეარხებზე მმართველი გუნდის ინტერვიუებით საზოგადოებაში პოლარიზაციის დონე დაიწევს [რომელ დემოკრატიულ ქვეყნებშია დაწეული რომ?]. თუმცა, “ქართული ოცნებისადმი” ანტიპათიურად განწყობილი ტელემაყურებლისთვის, რომელიც საერთოდ არ უყურებს სხვა არხებს, ნაცტელევიზიების გარდა, გარკვეული მრავალფეროვნება იქნება. ასევე საინტერესოა ეს ახალი ფორმატები ფართო საზოგადოებისთვის.

ყოველთვის ვემხრობი უმწვავეს დისკუსიებს ეპატაჟების გარეშე!

წინ არაერთი საინტერესო რაუნდი გველის…”

თეგები: გია აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved