• რეკლამა
  • კონტაქტი
19:49, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო, ცოტა უხერხულია“ – მეუფე გრიგოლი

ალია ავტორი - ალია
15:39 02-23-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

კომენტარს ვუკეთებთ მამების გამონათქვამებს, წმინდა წერილის განმარტებები არის იგივე კომენტარი, მაგრამ ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო, ცოტა უხერხულია, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გუშინდელი განცხადების კომენტარისას აღნიშნა.

„უნდა გითხრათ, რომ გუშინ საერთოდ ტელევიზორი არ ჩამირთავს, დატვირთული დღე მქონდა და ინფორმაცია არ მიმიღია. თუ ადამიანი არ ხარ საქმის კურსში, უმადური საქმე არის კომენტარის გაკეთება, ეს ერთი. მეორე, კათალიკოს-პატრიარქი, ყოველთვის, 42 წელიც, მანამდეც და დღესაც, მიუხედავად მისი ჭარმაგი ასაკისა, ახერხებდა და ახერხებს იმ აზრების გამოთქმას, რაც მას უნდა და რის თქმასაც საჭიროდ თვლის. ამიტომ, ალბათ, თუ რამე კომენტარის გაკეთება შეიძლება, ალბათ თავად უფრო უკეთესად განმარტავდა, რომ საჭიროდ მიაჩნდეს. მესამე, ჩვენს რეალობაში, ჩვენ, მე პირადად, კომენტარს ვუკეთებთ მამების გამონათქვამებს, წმინდა წერილის განმარტებები არის იგივე კომენტარი, მაგრამ ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო, ცოტა უხერხულია. არიან ადამიანები, ვინც ამას გააკეთებენ. ადამიანის ბიოგრაფიაში დგება დრო, როცა უკვე ყველა აკეთებს კომენტარს და საზოგადოდ ერთიანობაში აფასებს ადამიანის მოღვაწეობას”,-განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა -„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved