საფრანგეთის სასამარლომ პატიმრობა შეუფარდა მამაკაცს, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სილა გააწნა. დემიენ ტარელი ციხეში 4 თვეს გაატარებს. მისჯილი 18 თვიდან 14 პირობითი სასჯელი იქნება.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით მას სამოქალაქო უფლებები სამი წლით და იარაღის ტარების უფლება 5 წლით ჩამოერთმევა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დრომის დეპარტამენტში ვიზიტისას მამაკაცმა სახეში სილა გააწნა.
მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სილა გააწნა, რადიკალურად მემარჯვენე როიალისტურ ლოზუნგებს ყვიროდა.
კომენტარები