• რეკლამა
  • კონტაქტი
01:19, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SOS – ატმოსფეროში CO2-ის დონემ მიაღწია ნიშნულს, რომელიც დედამიწაზე ბოლო ოთხი მილიონი წლის განმავლობაში არ ყოფილა

ალია ავტორი - ალია
14:06 06-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

მიუხედავად მცირე იმედისა, რომ გლობალური პანდემია კლიმატის კრიზისზე ოდნავ მაინც იმოქმედებდა დადებითად, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ასე არ მოხდა.

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) დონის გაზომვის ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ სითბოს ჩამჭერი ამ ქიმიური ნივთიერების დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ისეთს, როგორიც მეცნიერებს ჯერ არ უნახავთ.

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) განცხადებით, 2021 წელს CO2-ის ყველაზე მაღალი ნიშნული მაისში დაფიქსირდა; საშუალო კონცენტრაცია შეადგენდა 419,13 ნაწილს მილიონზე (ppm).

„ყოველწლიურად ატმოსფეროს დაახლოებით 40 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს ვმატებთ. თუ გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ კლიმატის კატასტროფული ცვლილება, რაც შეიძლება მალე, უმაღლეს პრიორიტეტად უნდა დავისახოთCO2-ით დაბინძურების ნულამდე შემცირება“, — ამბობს NOAA-ს კლიმატური მეცნიერი პიტერ ტენსი.

მეცნიერთა განცხადებით, ახალი რეკორდული ნიშნული, 419,13 ppm, უმაღლესი საშუალო თვიური მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 60 წლის წინ ატმოსფერული გაზომვები დაიწყო.

თუმცა, ამ შედეგების ნამდვილი მასშტაბის გაზომვას ათწლეულები სჭირდება, რადგან საჭიროა წავიდეთ ძალიან შორეულ წარსულში, რათა გავარკვიოთ, როდის იყო დედამიწის ატმოსფერო ნახშირორჟანგით ისე გაჯერებული, როგორც ახლაა.

რამდენად შორს? NOAA-ს განცხადებით, დაახლოებით პლიოცენის ეპოქაში, კონკრეტულად 4,1 – 4,5 მილიონი წლის წინ. სწორედ მაშინ იყო ატმოსფერო ნახშირორჟანგით ისე გადაჭედილი, როგორც დღესაა.

ეს კი იქიდან ვიცით, რომ კომპლექსური მეთოდების გამოყენებით, მეცნიერებმა წარსულში CO2-ის კონცენტრაციის რეკონსტრუქცია შეძლეს. მაგალითად, ამისათვის გამოიყენეს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ზღვის დანალექებში ნახშირბადის იზოტოპთა შემცველობა.

გვიანდელ პლეისტოცენში ატმოსფეროში CO2-ის მაღალი დონით კონცენტრაცია ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო მაშინ ძლიერ განსხვავებული იყო, დაახლოებით 2-3 გრადუსით უფრო თბილი, ვიდრე ინდუსტრიამდელ პერიოდში.

უფრო მეტიც, დედამიწის პოლარული რეგიონები იმდენად თბილი იყო, რომ იქ ტყეები იზრდებოდა და ყინული, რომელიც მოგვიანებით ანტარქტიდასა და არქტიკაში გამოჩნდა, ჯერ კიდევ თხევადი წყლის ფორმით იყო წარმოდგენილი; შესაბამისად, ზღვის დონე მაშინ დღევანდელზე 20 მეტრით მაღალი იყო.

მეცნიერები შიშობენ, რომ ასეთი გარემოს დაბრუნებამდე შეიძლება სულ რამდენიმე ასწლეული გვაშორებდეს, რადგან CO2-ს ახლანდელ დონეს საკმარისი დრო აქვს პლანეტის კვლავ გასათბობად.

ვიდრე ეს დრო ადგება, მეცნიერთა პროგნოზით, საუკუნის ბოლოსთვის ზღვის დონე უკვე იმდენად იქნება აწეული, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ასობით მილიონ ადამიანს მოუწევს; მათ კი, ვინც უსაფრთხო ხმელეთს იპოვის, წარმოუდგენელ სიცხეში მოუწევს ცხოვრება.

ნამდვილად კარგი იქნებოდა, NOAA რომ ცდებოდეს და არაფერი იყოს საგანგაშო 419,13 ppm მაჩვენებელში, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა მეცნიერებიც ამავეს ამბობენ.

NOAA-ს მაჩვენებლებს დიდწილად ადასტურებს სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევებიც; სხვაობა მხოლოდ უმნიშვნელოა — სკრიპსის მეცნიერებმა მაისში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია 418,92 ppm-დ შეაფასეს (წინა წლის მაჩვენებელი 417 ppm იყო).

სკრიპსის მეცნიერებმა დააფიქსირეს ისიც, რომ 2021 წლის სულ მცირე რამდენიმე დღის განმავლობაში, CO2-ის დღიური დონე 420 ppm-ს გადასცდა, რაც კიდევ ერთი კატასტროფული რეკორდია კაცობრიობის ისტორიაში.

სიტუაცია წლიდან-წლამდე უარესდება, მაგრამ გამოსავალი ცხვირწინ გვიდევს.

„მზის და ქარის ენერგია უკვე უფრო იაფია, ვიდრე წიაღისეული საწვავი და მუშაობენ იმ მასშტაბით, რაც საჭიროა. თუ დაუყოვნებლივ მივიღებთ რეალურ ზომებს, ჯერ კიდევ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ კლიმატის კატასტროფული ცვლილება“, — ამბობს ტენსი.

აშკარაა, რომ მიუხედავად პანდემიის გამო გაჩერებული მსოფლიოსი და ამის გამო დროებით შემცირებული დაბინძურებისა, გამონაბოლქვის ასეთი შემცირებები საკმარისი არ არის ატმოსფეროში CO2-ის მთლიან კონცენტრაციაზე არსებითი ეფექტის მოსახდენად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნახშირბადის ბუნებრივი გამოყოფაც დიდი რყევებით ხასიათდება.

მეცნიერთა აზრით, საგრძნობი ეფექტი ექნება ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სათბურის აირების 30 პროცენტით შემცირებასაც კი სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაში. პანდემიის დროს გამონაბოლქვი მხოლოდ 6 პროცენტით შემცირდა.

ყოველი ნიშანი მიუთითებს, რომ ჩვენ ყველა მხარეს ძლიერ არასწორი მიმართულებით მივდივართ.

„ბოლო ათწლეულში CO2-ის დონე ყველაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ადამიანის ისტორიის სხვა რომელიმე ათწლეულში. ნახშირორჟანგის დონე არა მხოლოდ მაღალია, არამედ სულ უფრო სწრაფადაც იზრდება“, — აღნიშნავს სკრიპსის გეოქიმიკოსი რალფ კილინგი.

მომზადებულია პირველი არხის მიერ, ScienceAlert-ის მიხედვით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved