• რეკლამა
  • კონტაქტი
06:04, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სრული პასუხისმგებლობა ამ საშინელებაზე ეკისრება ქალაქის მთავარ ქურდს კახი კალაძეს“ – ნათელაშვილი აფრასიძეების საქმეზე

ალია ავტორი - ალია
16:35 02-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

„ლეიბორისტული პარტიის “ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ ვინაიდან გარკვეული აზრთა სხვაობა გამოიწვია ჩემმა განცხადებამ ინგა გრიგოლიას გადაცემაში კალაძე–აფრასიძეებთან დაკავშირებით დამატებით განვმარტავ შემდეგს——პირველი, ყველამ გაითვალისწინოს, რომ მე განათლებით იურისტი ვარ და არ გავაკეთებ ისეთ განცხადებას რაშიც დარწმუნებული არ ვარ თვითონ.

2004 წლის 23–24 მარტს ეცერის სპეცოპერაცია დამთავრდა უმძიმესი შედეგებით, აფრასიძეების ოჯახში მოკლული იქნა ორი ადამიანი, მძიმედ დაიჭრა კიდევ ორი, პატარძალი ფსიქიურად შეიშალა, ბავშვებმა მიიღეს უდიდესი ტრამვა, დანელდა ფუძე და ოჯახი. სპეცოპერაციის ჩატარება დააჩქარა კალაძეების ეჭვმა, რომ მათი გატაცებული შვილი და ძმა სწორედ აფრასიძეებთან იყო გადამალული, რისთვისაც ისინი არაერთხელ ეახლნენ მაშინდელ პრეზიდენტს.

ხელისუფლება არგუმენტად იშველიებდა იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა საჭირო ფინანსები ამ ძვირადღირებული ოპერაციისთვის. ( მართლაც მაშინ პოლიცია კიდევ სრული უფინანსობის ეტაპზე იყო) როდესაც კახი კალაძემ თავის თავზე აიღო მისი დაფინანსება მთავრობას უარის თქმის ბოლო საფუძველიც ამოეწურა.სპეცოპერაციაში მონაწილეობდა 12 ვერტმფრენი და ასეულობით ყველა სახეობის სპეცრაზმელი სრული ეკიპირებით.ეს ძალები, რომ გვყოლოდა სოხუმში აფხაზეთს ნამდვილად აღარ დავკარგავდით. შედეგად დატრიალდა სისხლის კალო, მაგრამ კალაძის ძმა იქ არ აღმოჩნდა და როგორც მერე დადგინდა, იგი ამჟამად მსჯავრდებულმა ამისულაშვილმა და ჯგუფმა თბილისში გაიტაცეს და თბილისშივე მოუღეს ბოლო. ღმერთმა მისი სული აცხონოს.

ის, რომ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა გიორგი ბარამიძემ, ამავე ტელეგადაცემაში არ დაადასტურა აღნიშნული დაფინანსების არსებობა სპეცოპერაციაზე და მხოლოდ კალაძეებისგან აფრასიძეებზე მიცემული ფული ახსენა რატომ გაგიკვირდათ? საქართველოს ისტორიაში რომელ ძალოვან მინისტრს უღიარებია ამგვარი ან უარესი ფაქტები? აღნიშნული ისტორია იმიტომ გამახსენდა ინგასთან , რომ ფულით ადამიანურ-სახე დაკარგულ, ძალადობაზე ორიენტირებულ კალაძე–ივანიშვილის რეჟიმს ეს მანიაკალიზმი ჩამოუყალიბდათ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებების დროს, იმიტომაც ვახსენე ,რომ მომავალში არასოდეს განმეორდეს მაჩალიკაშვილების, აფრასიძეების, გირგვლიანების ტრაგედია. მერე რა, ნებისმიერ ოჯახში შეიძლება აღმოჩნდეს დასაკავებელი, მძინარე ეჭვმიტანილი, განა ეს ვინმეს აძლევს უფლებას საწოლში ესროლოს, ოჯახი ამოწყვიტოს და ამგვარი ცოდვა დაატრიალოს? ამიტომ სრული იურიდიული და მორალური პასუხისმგებლობა ამ საშინელებაზეც ეკისრება ქალაქის მთავარ ქურდს კახი კალაძესაც . მოვა დრო და ეს ოფიციალურ–პროცესუალურად დადგინდება. ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აღნიშნულზე ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება დაადგინა იგივე, რომ ამ სპეცოპერაციის დამფინანსებელი იყო სწორედ კალაძე, მაგრამ ბიძინისტურ–მოსკოვურმა გაზეთმა ასავალ–დასავალმა ეს რა თქმა უნდა არ დაუბეჭდა. აი როდესაც ივანიშვილი და კალაძე მორიგ ჯერზე წაიკიდებიან მერე აუცილებლად დაბეჭდავენ. მანამდე დაველოდოთ მოვლენებს.

P.S ჰო იმის შესახებ აღარაფერს ვამბობ, რომ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა თვითონ ბატონი კახის ცნობილი მამა—- კარლო კალაძე, რა თქმა უნდა სპეცტანსაცმლითა და ავტომატით. მოვა დრო და ესაც დადგინდება.“ – წერს ნათელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved