• რეკლამა
  • კონტაქტი
19:03, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვიღაცა “ოცნებიდან”, ვიღაცა ხულიგანი “ოპოზიციიდან” და ვიღაცის “ხელი” – რა უბრძანა გახარიამ გომელაურს 16 თებერვალს?

ალია ავტორი - ალია
21:55 06-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში, საუბრობს იმაზე, როდის და რატომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება:

“როგორც კი ვნახე, რომ კომპრომისების რესურსი ამოწურული იყო, მივიღე გადაწყვეტილება. რაღაც მომენტში, ეს კარები გადაიკეტა და ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ მიმეღო გადადგომის გადაწყვეტილება.

ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა.

რეალობა იყო როგორი, 13 თებერვალს, პარტიის ხელმძღვანელობამ მომმართა თხოვნით, რომ 13 თებერვალს შევხვედროდი უმრავლესობას. უმრავლესობასთან შეხვედრის მიზეზი რა იყო, როგორც ჩანს ისინი ვერ არწმუნებდნენ უმრავლესობას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეს რომ ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა, მაშინაც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც იყო ორგანიზატორი პარლამენტზე შტურმის უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე და მართლმსაჯულება უნდა აღდგეს, დღესაც ასე ვთვლი. 13 თებერვალს შევხვდი უმრავლესობას და მათ სწორედ ამ პოზიციიდან ვუხსნიდი და ვუმტკიცებდი, რომ რა თქმა უნდა ჩვენ მელიას იმუნიტეტი უნდა მოვუხსნათ.

პოლარიზაციის ხარისხი იყო მაღალი, ტემპერატურა იყო მაღალი. 16 თებერვალს როცა გუნდში მსჯელობა მიდიოდა, არანაირი გადაწყვეტილება, ეს როგორ, რა ფორმით და სად მოხდებოდა, არ იყო მიღებული. ჩემი პოზიცია იყო, მელია უნდა იყოს დაკავებული იყო, რომ არავის თავიდან თმა არ უნდა ჩამოუვარდეს.

მე ვყვები იმას, რაც მე მეხება, არ დავასახელებ იქ კიდევ ვინ ისხდა. იყვნენ ადამიანები, გუნდის წევრები, ვინც სრულად მეთანხმებოდნენ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ საერთოდ როგორ შეიძლება იმის განხილვა რომ ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში ვიღაცა ერთი ხულიგანი ოპოზიციონერის დასაკავებლად 3 000 სპეცრაზმელით შეჭრა. ეს ხდება 16-ში, 17 თებერვალს, როდესაც უკვე ვხედავ, რომ ეს პოზიციები, რომელზეც ვმსჯელობდი, უკვე ჩამოყალიბებულია და უხილავი ხელები მოქმედებენ, სწორედ ამიტომ მოვითხოვე შეხვედრა, სადაც იძულებული ვიყავი, დამეფიქსირებია ის პოზიცია, რაც დავაფიქსირე.

მე მქონდა არგუმენტები – მოგეხსენებათ რა მდგომარეობა იყო ნაციონალური მოძრაობის ოფისში, შენობა იყო გადატენილი ადამიანებით, ტემპერატურა იყო მაღალი, განწყობა იყო, რომ ნიკა მელიას დათმობას ფიზიკური ძალადობის გარეშე არ აპირებდნენ. ესაა ის, რასაც ვხედავდით, არ ვამბობ, იმ ოპერატიულ ინფორმაციას, რაც მქონდა. ახლა ვიგებთ, რომ ვიღაცას სხვა ოპერატიული ინფორმაცია ჰქონია კიევიდან და მიმალავდნენ. სასაცილოა ეს ყველაფერი. იქ იყო, მინიმუმ 650 ადამიანი ბრძოლისთვის გამზადებული, იყვნენ ჟურნალისტები და ა.შ. შეიარაღებულს არავინ ამბობს, რა თქმა უნდა, მაგრამ კიბის უჯრედები იყო ცოცხალი ძალით გადატენილი. მეორე მომენტი იყო – გასაგებია, როდესაც პოლიტიკური პარტიის ოფისში შედიხარ სპეციალური რაზმით, რათა დააკავო ოპოზიციური ლიდერი, ეს ვერ იქნება საერთაშორისო პარტნიორების მიერ მიღებული ნორმალურად.

ჩათვალეთ, მიდოდა დუღილი. იმ ღამეს მე სამსახურიდან არ წავსულვარ, ვხედავდი, რომ პროცესი გასაკვირად იმართებოდა, მკაფიოდ დავაფიქსირე პოზიცია – ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე და ვაძლევ განკარგულებას შსს-ს ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაო შეაჩეროს. ეს იმ ღამესვე ვთქვი.

ფაქტის წინაშე დავდექი, რომ პრემიერის უფლებამოსილებაში ვიღაცა ადამიანი პარტიიდან, რომელიც ამას თავისით ვერასოდეს გაბედავდა, ერეოდა, ეს კატეგორიულად მიუღებელი და იყო უზარმაზარი რისკის შემცვლელი პოლიციელებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც პარტიის ოფისში იყვნენ და ქვეყნისთვის.

გომელაურის გადაყენება იქნებოდა ნაკლებად პროგნოზირებადი, ვიდრე ყველაფერი ის, რაც მოხდა. მე ვცდილობდი, ბალანსის დაჭერას, ორ მნიშვნელოვან ინსტიტუციას შორის – სახელმწიფო და ოცნება. არც ერთი ეს ვაჟბატონი არ ჩანდა მაშინ პარლამენტში. ცარიელი იყო პარლამენტში, ვეძებდით… ვამბობდი, მელია დასაკავებელია, მაგრამ არა ამ ფორმით… ვხედავთ კიდეც, მელიამ მიიღო სამუდამო იმუნიტეტი და რურუამაც…”

კითხვაზე, ვინ არის “ოცნება” – გახარია პასუხობს, გაურკვეველია დღეს ვინ არის “ოცნება.”

შეგახსენებთ, თავის დროზე, ხელისუფლება უარჰყოფდა, რომ შსს მელიას დასაკავებლად მზადებას იწყებდა, თუმცა, გახარიამ ეს ახლახანს დაადასტურა და თქვა, რომ პირადად მან მისცა იმ ღამით შს მინისტრს მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება!

თეგები: გიორგი გახარიანიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved