• რეკლამა
  • კონტაქტი
19:26, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გადატრიალება კი არა, შემოტრიალება უნდოდა… ვიდრე მოიშორებდნენ, დაასწრო… – ბონდო მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:22 06-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:

“მოდი, დავიწყოთ შეთანხმებით!

შევთანხმდეთ, რომ

გიორგი გახარიას გადატრიალება არ უნდოდა!

გამოტრიალება უნდოდა!

და გამოტრიალდა!

ან, – შემოტრიალდა!

აბა, კაცი პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი იყო და, – ვინ უნდა გადაეტრიალებინა?!

პარტიულ გადატრიალებას აპირებდა?!

მეორე საკითხია, სინამდვილეში რა მოხდა:

გიორგი გახარიას ძალიან აღიზიანებდა ის, რომ მმართველი პარტიის ელიტა მას ორგანულ ნაწილად არ აღიქვამდა და მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებლად განიხილავდა.

ამ თვალსაზრისით გახარია მარტო არ ყოფილა, – გავიხსენოთ კახა კახიშვილის უკმაყოფილების მიზეზი.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ “ქართულ ოცნებაში” საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა შექმნა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და სხვა დანარჩენი, – მინისტრებიც და დეპუტატებიც, – ვალდებული არიან, უსიტყვოდ დაემორჩილონ!

ამ გადაწყვეტილების მიმღებებს შორის არ იყო გახარია!

არადა, უფლებებით აღჭურვილ და ვალდებულებებით დატვირთულ პრემიერ-მინისტრს გაცილებით მეტის ამბიცია ჰქონდა. მით უმეტეს, რომ მმართველი პარტიის ელიტაში არავის (ვიმეორებ, – არავის!) განიხილავდა არც თავისზე ჭკვიანად, არც თავისზე გონიერად და არც თავისზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნედ!

ამ ვითარებაში ჯერ შსს მინისტრმა და შემდგომ უკვე პრემიერ-მინისტრმა გახარიამ გაინსტრუმენტების საფრთხე დაინახა და პრემიერის თანამდებობაზე უკვე საკუთარი ერთგული კადრების განთესვა დაიწყო. მათ შორის, “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში. ის ცდილობდა, საკუთარი გუნდი შეექმნა და ზურგი იმდენად გაემაგრებინა, რომ ანგარიშგასაწევი გამხდარიყო!

გახარიას არავისთვის და, მით უმეტეს, სახელმწიფოსთვის არ უღალატია, – მან საკუთარი თამაში წამოიწყო!

ეს იცოდნენ და ხელსაც არ უშლიდნენ მანამ, სანამ გახარია ლოიალური იყო და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა!

გახარიამაც კარგად იცოდა, რომ ყველა ჩრდილში დარჩებოდა და მელიას დაკავების დროს ერთი ადამიანიც რომ დაღუპულიყო, მისი კარიერა სამუდამოდ დასრულდებოდა, – მთელ პასუხისმგებლობას მას აჰკიდებდნენ, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს!

ამიტომაც მოითხოვა, რომ პროცესები მისი გეგმით წარმართულიყო: მას არ უნდოდა წაგების ზიანი ეზღო ისე, რომ მოგებისგან არაფერი დარჩენოდა!

სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივია!

ხელისუფლების შიგნით ძალაუფლების გადანაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ და გახარიამ, ვიდრე მას მოიშორებდნენ, დაასწრო და გადადგა!

სწორედ ეს დასწრება, ეს გადადგომა ვერ აპატიეს, თორემ გახარია არასოდეს ყოფილა “ქართული ოცნების” ორგანული ნაწილი, რომ მისთვის ეღალატა; ის მხოლოდ ხელისუფლების ნაწილი იყო, ოღონდ, ივანიშვილის ხელისუფლების ნაწილი!

ახლა კი, როცა საკუთარი თამაში ღიად წამოიწყო, გამოჩნდება, რამდენად სერიოზული მოთამაშეა, – თუკი აქამდე ფრთხილად დადიოდა პოლიტიკის თხელ ყინულზე, ახლა მისგან მტკიცე ნაბიჯებს ელოდებიან!

ჩვენც დაველოდოთ!”

თეგები: ბონდო მძინარაშვილიგიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved