“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი:
“მეგონა ამ პოლიტიკაში თითქმის ყველაფერი გავიგე და ვიცოდი, მაგრამ ვაშაძე თუ ძველი ბიჭი იყო, ეგ არ მეგონა ნამდვილად რა. ბოლო დროს ყველას გვეძველბიჭება და რავი აბა. ასე გააგრძელე გიორგი”, – განაცხადა მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სიტყვას დარბაზში ტაში მოყვა და ცხადია, ამ ტაშის ავტორი, მხოლოდ “მოქალაქეების” წევრები არ იყვნენ. ვაშაძემ ელისაშვილს უპასუხა, თუმცა, მას მიკროფონი ჰქონდა გათიშული და ხმა აღარ ისმოდა, მით უფრო, ტაშის ფონზე.
კომენტარები