• რეკლამა
  • კონტაქტი
05:20, ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – ლენტეხში მომხდარი საზარელი მკვლელობის სკანდალური დეტალები – “სახე საერთოდ არ აქვს”

ალია ავტორი - ალია
15:18 06-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

ფოტო – ტვ პირველი

5 ივ­ნისს, ლენ­ტე­ხის სო­ფელ ჩი­ხა­რეშ­ში საზარელი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და.

თბი­ლი­სი-ლენ­ტე­ხი-მე­ლეს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ისე სას­ტი­კად სცე­მეს, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარდაიცვალა. მოკლული რო­ბი­ზონ თუ­თა­რაშ­ვი­ლია. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა, როგორც ადგოლობრივები “ალიას” გვიყვებიან, იგი უგონო მდგომარეობაში დატოვეს და გაიქცნენ. იგი შემთხვევით იპოვნა ადგილობრივმა ექიმმა. მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი მამაკაცი სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ ის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

თბი­ლი­სი-მელეს რე­ი­სზე მომუშავა მძღოლს სო­ფელ მე­ლე­ში ბინა ჰქონდა ნაქირავები, სადაც ღამეს ათევდა ხოლმე. ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მი­ვი­და, სა­დაც ღამე უნდა გა­ე­თია. მას სწორედ სო­ფელ მე­ლე­სა და ჩი­ხა­რეშს შო­რის გაუსწორდნენ გამორჩეული სისასტიკით.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს “ალიას”, მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის პირველი ნაწილით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მამაკაცი გარდაიცვალა, ალბათ, საქმე გადაკვალიფიცირდება ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას. კითხვაზე, რატომ არ აქვს საქმეს კვალიფიკაცია ჯგუფურად ჩადენილი დანაშულის კვალიფიკაცია, ამ კითხვაზე შსს-მ ვერ გვიპასუხა. ასევე უცნობია, მუშაობს თუ არა შსს განზრახ მკვლელობის მუხლითაც, რადგან, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლის მოკვლა წინასწარ იყო განზრახული, ზემოთ აღწერილი მუხლით საქმის წარმოება ვერ გაგრძელდება, წესით.

როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი უყვება”ალიას” მძღოლი საღამოს სახლიდან გამოიყვანეს და სასტიკად სცემეს, რადგან მან ფულის გადახდაზე უარი თქვა, ადგილობრივები მას “წილს” სთხოვდნენ, ფულს “აწერდნენ” ასე ვთქვათ. როგორც “ალიას” გვიყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი, მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ შეიძლებოდა ვერ გადარჩენილიყო, გადაწყვიტეს, მისთვის თავი გაეჩეჩქვათ, რათა მისი იდენტიფიცირება გართულებულიყო. “სახე საერთოდ არ აქვს” გვიყვება წყარო. ასევე გვეუბნებიან იმასაც, რომ საქმეზე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული. ადგილობრივის თქმით, მძღოლი ახალგაზრდებმა სცემეს, “დაახლოებით 10-მდე მაინც იქნებოდნენ, როგორც ჰყვებიან და მათი ასაკი საშუალოდ 20 წლამდეა. მძღოლს წლებია ვიცნობთ და ძალიან კარგი კაცი იყო…” – გვიყვება წყარო.

“ამბების” ინფორმაცით კი, საქმეზე დაკავებულია სო­ფელ ჩი­ხა­რე­შის რწმუ­ნე­ბუ­ლი, ანა ჩან­ქსე­ლი­ა­ნის მე­უღ­ლე, თუმცა, უცნობია, რას ედავებიან და რომელი მუხლით.

საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი სო­ფელ ჩი­ხა­რეშ­ში სოსო ავა­ლი­ა­ნი “ამბებთან” ამას ადასტურებს და ამბობს:

– დიახ, და­კა­ვე­ბუ­ლია 54 წლის ლო­ი­დი ჯან­ხო­თე­ლი, მაგ­რამ რო­გორც ვიცი, მას კავ­ში­რი არ აქვს მომ­ხდარ­თან, არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ჰქონ­და გარ­დაც­ვლილ­თან. არ ვიცი, და­კა­ვე­ბულს ზუს­ტად რას ედა­ვე­ბი­ან. მას ჩა­უს­ვამს მან­ქა­ნა­ში და წა­უყ­ვა­ნია ის ექი­მი, რო­მელ­მაც შემ­თხვე­ვით ნახა ძირს დაგ­დე­ბუ­ლი მძღო­ლი და სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა.

თეგები: სვანეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved