• რეკლამა
  • კონტაქტი
01:08, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბავშვებს მინდა ვუთხრა, თქვენ არაფერში ხართ დამნაშავე, თქვენ კარგი ბავშვები ხართ”

ალია ავტორი - ალია
17:43 06-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

ჟურნალისტი, თამო კეშელავა:

ჟურნალისტებთან “საჩხუბრად” ბავშვები “გამოუშვეს” ნინოწმინდის პანსიონიდან, აღმზრდელები არ არიან აქ და არ უნდათ თქვენთან საუბარიო, ბავშვმა თქვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ბავშვმა ჟურნალისტებთან “ჩხუბის” დროს თქვა – “ბავშვები კარგად ვიქცევით…”

საერთოდ არაფერთან იყო კავშირში.

არ უკითხავს არავის.

არ დაუდანაშაულებია არავის.

თქვა ის ფრაზა, რისი თქმაც ხშირად უწევს, ალბათ, თქვა ის ფრაზა, რაზეც მისი ამჟამინდელი ცხოვრებაა აწყობილი, ალბათ, კარგად უნდა მოიქცეს, თორემ…

ამიტომაა, ფსიქოლოგების ჩართვა აუცილებელია, როგორც უნდა დაარიგონ ბავშვი, იგი აუცილებლად გეტყვის, დაგანახებს სიმართლეს…

ასევე, ჩემი ყურადღება მიიქცია ფრაზამ და ინტონაციამ, საუბრის სტილის ცვლილებამ, მოკლე პასუხმა, მაშინ როცა მთავარი მიზეზი სწორედ სავარაუდო ძალადობაა – “ეგ ტყუილია, კაცო” და ხმადაბალმა – არა-მ, როცა განმეორებით ჰკითხეს, ხომ არ ძალადობენ მასზე.

მასალა მცირეა, მაგრამ ხელთ გვაქვს რამდენიმე ბავშვის ხმა და ყოფილი აღსაზრდელის ინტერვიუ, მეუფის ინტერვიუ, გვაქვს გამოწყობილი ბავშვების სიმღერისა და ცეკვის ვიდეოები – ფსიქოლოგებს ამ მასალებიდან, იმის თქმა მაინც შეუძლიათ, რა ნიშნებს ხედავენ საწყის ეტაპზე.

უნდა დაიწყონ ფსიქოლოგებმა პროფესიით მუშაობა, დროა.

პ.ს. ჩემი შვილი პატარაობისას, ხშირად მეუბნებოდა, რომ არასოდეს მიმატოვებს. მე ბევრს ვმუშაობდი და ხშირად არ ვიყავი სახლში, როგორც ჩანს, ამიტომაც გაუჩნდა მიტოვების შიში და ამიტომაც მეუბნებოდა ფრაზას, რომელიც ჩემგან უნდოდა მოესმინა და მეც იმდენჯერ და მანამ ვუთხარი, რომ არასოდეს მივატოვებდი, სანამ რომ შეწყვიტა ამის თქმა. როცა ამ ფრაზის თქმა შეწყვიტა, მაშინ დამთავრდა მისი შიში.

ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მყოფ ბავშვებს მინდა ვუთხრა, თქვენ არაფერში ხართ დამნაშავე, თქვენ კარგი ბავშვები ხართ, ყველა ბავშვი კარგია და მხოლოდ ჩვენზე, უფროსებზეა დამოკიდებული, როგორი ბავშვობა გექნებათ, რას ისწავლით და როგორ.

თქვენ არაფერი დაგიშავებით, თქვენ კარგი ბავშვები ხართ! თქვენ დიდი სიყვარულისთვის და ფერადი ბავშვობისთვის ხართ გაჩენილები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისეთი ბავშვობა გქონდეთ, როგორსაც იმსახურებთ.

დაახვიეთ აქედან, ჩვენ კარგად ვიქცევით… – ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვები ჟურნალისტებს
თეგები: ნინოწმინდის პანსიონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved