• რეკლამა
  • კონტაქტი
01:05, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

16 დღის წინ გარდაიცვალა თურქეთში და თურქული მხარე ამბობს, საკონსულო კონტაქტზე არ გამოდის და იძულებული გავხდებით, თურქეთში დავასაფლავოთო – გარდაცვლილი ემიგრანტი და სამინისტროს პასუხი

ალია ავტორი - ალია
18:06 06-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

მუხრანში მცხოვრები 52 წლის ირმა ამირაშვილი, 16 დღის წინ თურქეთში გარდაიცვალა, ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ შეიტყო და დახმარებას ითხოვს.

ადვოკატი, მამუკა ნოზაძე, “ამბებთან” ამბობს:

“ირმა ამი­რაშ­ვი­ლი მუხ­რა­ნის მა­ცხოვ­რე­ბე­ლია და თურ­ქეთ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად ქა­ლაქ კო­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და. ქალ­ბა­ტო­ნი 16 დღეა, რაც გარ­დაც­ვლი­ლია. მისი ქმარ-შვი­ლიც ემიგ­რან­ტია და ამ­ჟა­მად საფ­რან­გეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. მათ გუ­შინ შე­ი­ტყვეს, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ირმა გარ­და­იც­ვა­ლა და ის მთლად უპატ­რო­ნო­დაა მი­ტო­ვე­ბუ­ლი უცხო ქვე­ყა­ნა­ში. რო­გორც მი­თხრეს, ოჯახს ჰქონ­და თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­მელ­მაც უთხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო და სა­კონ­სუ­ლო კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დის და ინ­ტე­რესს არ იჩენს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მი­მართ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გა­ჭირ­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ვე­რა­ფერს ხდე­ბი­ან საფ­რან­გე­თი­დან, არ იცი­ან, რა გზას და­ად­გნენ, ამი­ტომ მი­მარ­თა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ჟურ­ნა­ლის­ტებს… დახ­მა­რე­ბის არ­გა­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, თურ­ქე­თის მხა­რე იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეს ქალ­ბა­ტო­ნი თურ­ქეთ­ში და­ა­საფ­ლა­ვოს. ოჯა­ხი გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რეობაშია, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, ამა­ზე მეტი რა უნდა გა­უ­ჭირ­დეს ადა­მი­ანს, არ ვიცი“

საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიასთან აცხადებს, რომ სა­კონ­სუ­ლოს ოფიციალურად დღეს დაუკავშირდა ოჯახი. გარდაცვლილის ოჯახის წევრები რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ უნდა მივიდნენ საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში, დაწერონ განცხადება და დავეხმარებით მერე, რა თქმა უნდა და დაიწყება გადმოსვენების პროცედურებიო.

ჯერ ერთი, ბატონო მინისტრო, მიცვალებული გყავთ თურქეთში სახეზე, რა განცხადება გინდათ მეტი, პროცედურები დაიწყეთ და წამოგეწევათ განცხადებაც, თუ საბუთი გჭირდებათ. დავუშვათ, არ ჰყოლოდა გარდაცვლილს ოჯახი და ვერავის დაეწერა განცხადება, დატოვებდით იქ, სადაც გარდაიცვალა? თქვენ განცხადებებს სოციალურ ქსელში ავრცელებთ და მოქალაქეებმა მთელი ქალაქი უნდა გაიარონ ამ პანდემიის დროს და მაინცდამაინც საკონსულოში გეწვიონ.

მეორე – თუ კომუნიკაცია არ გაქვთ თურქულ მხარესთან და თუ თურქულმა მხარემ არ შეგატყობინათ ჯერ კიდევ 15 დღის წინ, რომ საქართველოს მოქალაქე იპოვნეს გარდაცვლილი – კიდევ უფრო ცუდად გვქონია საქმე.

თეგები: დავით ზალკალიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved