• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, ორშაბათი, 9 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ გაბედოს ახლა ეროვნულმა ბანკმა ამის გაკეთება, თორემ ასპროცენტიანი სიზუსტით ჩაირთვება ის მექანიზმი, რაც ზემოთ აღვწერე – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
15:50 06-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

“ენმ”-ის ერთ-ერთი წევრი, რომან გოცირიძე:

“რა მოსდის ლარს?

ლარი გამყარდა და როგორც ყოველთვის, გაკვირვებას არის მიცემული ხალხი – ვერ გაუგიათ, რატომ ხდება ეს, ისევე, როგორც, გაურკვევლობაა გაუფასურების შემთხვევაშიც.

ეროვნული ბანკის და ექსპერტების ახსნა-განმარტებისა არავის სჯერა, რადგან უკვე სასაცილოდ იქცა ყველაფრის “მოლოდინებით” და “თურქული ლირით” ახსნა. თურქულმა ლირამ კიდევ ერთხელ დასცინა ჩვენს “განმმარტებლებს”-ბოლო პერიოდში ისტორიულ მაქსიმუმამდე დაეცა მისი კურსი, როცა ლარი პირიქით, გამყარდა.

ლარი მყარდება მრავალი მიზეზის გამო. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ერთ-ერთი მიზეზი სეზონური ფაქტორიცაა. ტრადიციულად, ზაფხულში ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე მოხდება. გააჩნია, სხვა ფაქტორები რა ზომით მოახდენენ მასზე ზემოქმედებას. 

მოდით, დავაკვირდეთ ლარის კურსზე მოკლევადიან პერიოდში ზემოქმედების ორ ფაქტორს, რომელზეც იშვიათად ან თითქმის არ საუბრობენ- სეზონურობას და არჩევნებს. ერთისა და მეორე ფაქტორის მოქმედების მექანიზმები დღეისათვის უკვე ჩართულია. წელს არჩევნებია.სიღრმისრულ ანალიზს თავი რომ დავანებოთ, მივმართოთ ყველაზე პრიმიტიულ, შემთხვევითი დაკვირვების მეთოდს. როგორც ამინდს აკვირდებიან ხოლმე წლის ამა თუ იმ დღეს, მსგავსად ამისა დავაკვირდეთ ლარსაც. ჩვენდა გასაკვირად, დავინახავთ, რომ ასეთი სახის დაკვირვების შედეგიც კი მრავლისმეტყველი იქნება.ლარი გუშინაც გამყარდა.

გუშინ 2 ივნისი იყო. მოდით, ანალიზისთვის ავიღოთ ეს დღე, 2 ივნისი და ვნახოთ რა ხდებოდა ამ დღეს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში და შევადაროთ ასევე იმას, თუ რა ხდებოდა, ვთქვათ, იმავე წლის 2 დეკემბერს. დეკემბრის თვე იმიტომ ავიღეთ, რომ არჩევნების მეორე ტურები შემოდგომის ბოლოს უკვე მორჩენილია და შედეგებიც ცნობილია. ამის ცოდნა იმიტომ გვჭირდება, რომ ეროვნული ბანკი უკვე არაა მონდომებული ამ დროისათვის კბილებით (ძირითადად, ინტერვენციებით) შეინარჩუნოს ლარის კურსი, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა წინასაარჩევნო პერიოდში და ამით პოლიტიკურ სამსახურს უწევდა ხელისუფლებას.

დავიწყოთ წმინდა მექანიკური შედარება. ერთი დოლარი ტოლი იყო:2021 წ. 2 ივნისი-3,22 ლარი; 2 დეკემბერი? ვნახოთ რამდენი იქნება.

პროგნოზი: არჩევნების წელია, მის დამთავრებამდე არსად გაიქცევა. მერე, როგორც ყოველთვის.2020 წ. 2 ივნისი-3,11ლარი; 2 დეკემბერი-3,32 ლ.( არჩევნების წელი). 2019 წ. 2 ივნისი-2,78ლარი; 2 დეკემბერი-2,97ლ. 2018 წ. 2 ივნისი-2,47ლარი; 2 დეკემბერი-2,67 ლ. 2017 წ. 2 ივნისი-2,41ლარი; 2 დეკემბერი 2,71 ლ. (არჩევნების წელი).2016 წ. 2 ივნისი-2,14ლარი; 2 დეკემბერი-2,58 ლ.( არჩევნების წელი.)

როგორც ვხედავთ, კანონზომიერება აშკარაა. ზაფხულის დასაწყისში ლარი იწყებს გამყარებას, შემოდგომის ბოლოს იწყებს გაუფასურებას. არჩევნების დამთავრებისთანავე ეროვნული ბანკი უშვებს ხელს და აძლევს სწრაფი ვარდნის საშუალებას. კურსთა შორის სხვაობა შესადარის საწყის და საბოლოო თვეებს შორის არის 20-30-40 თეთრი. მის სიდიდეს საარჩევნო წელიც განსაზღვრავს.

კიდევ ერთი ტენდენციის შესახებ, რაც ამ, საანალიზო პერიოდში იკვეთება და რისი გადამოწმებაც ადვილია. როდესაც ლარი სეზონურ გამყარებას იწყებს, ეროვნული ბანკი ვარდება ილუზიებში და იწყებს დოლარების შესყიდვას რეზერვების შესავსებად. როგორც კი ამას დააპირებს, აპანიკებს ბაზარს და ჩაირთვება გაუფასურების მექანიზმი. ამის მერე ეროვნულ ბანკს უწევს დიდძალი რეზერვების გაყიდვა, რათა ლარის გაუფასურება შეანელოს. ამას კარსმომდგარი არჩევნების გამოც სჩადის. ეს არის სასჯელი სულსწრაფობისათვის.

აქედან დასკვნა: არ გაბედოს ახლა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები დოლარის შესასყიდად. იმდენად მყიფეა მდგომარეობა, რომ ასეთ შემთხვევაში ასპროცენტიანი სიზუსტით ჩაირთვება ის მექანიზმი, რაც ზემოთ აღვწერე. რამდენსაც იყიდის უცხოურ ვალუტას, ათი იმდენის გაყიდვა მოუწევს მერე.და ბოლოს-სეზონური ფაქტორი არ ნიშნავს მხოლოდ თბილ თუ ცივ ამინდს. სეზონურობა ბიუჯეტის ხარჯვასაც ახასიათებდა-წლის პირველ ნახევარში ვერ ხდებოდა თანხების დროული ათვისება და წლის ბოლოსკენ გაორმაგებული ოდენობით ხდებოდა მხარჯველი ერთეულებისათვის ფულის მიწოდება. ერთი რამ ფაქტია: ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ არასდროს ყოფილა მცდელობაც კი, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აეხსნათ საზოგადოებისათვის, თუ რა მოსდის ლარს. ესეც ლარის გაუფასურების მრავალ ფაქტორთაგან ერთ-ერთი ფაქტორია”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved