• რეკლამა
  • კონტაქტი
08:02, ორშაბათი, 9 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰუმანიტარული მიზნები თუ პუტინის ვიწრო ინტერესები? რა აკავშირებს ოკუპირებულ აფხაზეთს სირიასთან

ალია ავტორი - ალია
14:21 06-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „ოფიციალური ვიზიტით“ დამასკოში სირიის არალეგიტიმურ პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს ესტუმრა. სიმბოლურია, რომ ბჟანია სირიაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი TU-154M-ით ჩაფრინდა.  ასადის რეჟიმმა, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა უკანონოდ 2019 წლის მაისში აღიარა. 2020 წლის ოქტომბერში კი, ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიის დედაქალაქში ე.წ. საელჩო გახსნა. რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ოკუპირებულ აფხაზეთს და სირიას ბევრი რამ აკავშირებთ. კრემლის პროპაგანდა ორივე შემთხვევაში აგრესიული ქმედებების გამართლებას საერთაშორისო სამართლის ნორმების არასწორი ინტერპრეტაციით ცდილობს. ოკუპირებული რეგიონის და არალეგიტიმური რეჟიმის მარიონეტებად გადაქცევით, მოსკოვი დასავლეთს უმტკიცებს, რომ მან საკუთარი საერთაშორისო წესრიგი შექმნა.

90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს კრემლის ინტერესებისთვის აქტიურად იყენებს. ბჟანიას ვიზიტი სირიაში ოფიციალური მოსკოვის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. რუსეთის პრეზიდენტი ხალხს ატყუებს, თითქოს ოფიციალური მოსკოვი სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად არის და საერთაშორისო ორგანიზაციების როლს გლობალურ პოლიტიკაში აფასებს. სინამდვილეში, კრემლი ყველა ფეხის ნაბიჯზე შეგნებულად არღვევს სამართლიანი პოლიტიკური თამაშის მსოფლიოში შეთანხმებულ წესებს.

პუტინის რეჟიმი საერთაშორისო სამართლის ენას აგრესიული პოლიტიკის გასამართლებლად  ხშირად  იყენებს. ასე მაგალითად, რუსეთის დიპლომატიურ წრეებში ძალიან პოპულარულია გაეროს წესდებით გათვალისწინებული სუვერენიტეტისა და სახელმწიფოს საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები. თუმცა, მოსკოვში ყველაფერი მხოლოდ ცალმხრივად ესმით. კრემლი აცხადებს, რომ  რუსეთი   სირიის კონფლიქტში სუვერენიტეტის პრინციპის დაცვის მიზეზით ჩაერთო. პუტინი ხშირად იმეორებს, რომ დამასკოს შიდა საქმეები მხოლოდ სირიელი ხალხის საქმეა. გაუგებარია, რა უნდათ მაშინ რუსებს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც მათ არ ეკუთვნით. რატომ შეიძლება თუნდაც კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ რუსეთისთვის და არა დასავლეთისთვის? იმიტომ, რომ კრემლი კონფლიქტებს კი არ აგვარებს, მხოლოდ პუტინის ინტერესებზე ფიქრობს. 

ოფიციალური მოსკოვი, საერთაშორისო სამართლის სახელით, მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებსაც იტაცებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, კრემლი აცხადებდა, რომ თურმე საქართველოს მიწაზე რუსებს იცავდა. კრემლის აქტივობებს სირიაში საერთაშორისო ნორმებთან კავშირი არ აქვს, რუსეთი უბრალოდ შუა აღმოსავლეთში ცივი ომის შემდეგ დაკარგული კონტროლისა და პრივილეგირებული ინტერესების დაბრუნებას ცდილობს. აფხაზეთის და სირიის დე ფაქტო ლიდერების ასე დაახლოებაც ძალიან სიმბოლურია. მოსკოვისთვის საქართველოში შემოჭრა საერთაშორისო არენაზე რეგიონული კონტროლის დაბრუნების სიგნალი იყო, სირიაში კი, გლობალური კონტროლის გაზრდის მანიფესტაცია. პუტინი ალტერნატიული საერთაშორისო წესრიგის შექმნით არის დაკავებული, რადგან არსებულ წესრიგში ვერაფრით მოახერხა წამყვანი ძალის სტატუსის მოპოვება. რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ თავისივე შექმნილ სამყაროში ახერხებს მთავარი არბიტრისა და მსოფლიო ხელმწიფის როლის თამაშს.

ასლან ბჟანიამ ასადს დამასკოში შეხვედრისას უთხრა, რომ აღფრთოვანებულია სუვერენიტეტისთვის ბრძოლის გზაზე სირიელი ხალხის მიერ გამოჩენილი სიმამაცითა და გმირობით. ის, რასაც ბჟანია თავისუფლებისთვის ბრძოლას ეძახის, სირიის ათწლიანი სამოქალაქო ომია, რომელმაც 388, 652-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გასულ წელს, წამყვანმა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ Amnesty International-მა თქვა, რომ რუსი სამხედროები სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებსა და უდანაშაულო მოქალაქეებს მიზანმიმართულად ბომბავდნენ. სულ ახლახანს თავად რუსეთის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სირიაში ასადისა და კრემლის ერთობლივ ქმედებებს „დამანგრეველი ათწლეული“ უწოდეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დოკუმენტის საშუალებით, ოფიციალურ მოსკოვს სირიის კონფლიქტში მისი როლისა და სამოქალაქო პირების მკვლელობის მიზეზით, თავად რუსი უფლებადამცველები აკრიტიკებენ.

სირიაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, პუტინი და კრემლის პროპაგანდა მოსკოვის, როგორც „გადამრჩენელის“ იმიჯის დამკვიდრებებს ცდილობდნენ. რუსეთის პრეზიდენტი იმასაც ამბობდა, რომ სირიაში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის მიზეზით შეიჭრა, რაც უბრალოდ მიზეზია. ამგვარად რუსეთი სირიაში ევროპის ინტერესებსა და ტერორიზმთან ბრძოლაში დასავლეთის მონოპოლიას ღიად დაუპირისპირდა, რასაც ჰუმანიტარულ მიზნებთან კავშირი არ აქვს. ამას კრემლის განცხადებებიც ადასტურებს. სირიაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ მოსკოვში ამბობდნენ:

„მსოფლიო ამჟამად მრავალპოლუსიანი საერთაშორისო სისტემის გზაზეა და ფუნდამენტურ ცვლილებებს გადის.“ სინამდვილეში, მსოფლიო მრავალპოლუსიან სისტემაზე არ გადადის, ეს რუსეთს უნდა გლობალურად საკუთარი როლი იმაზე დიდად წარმოაჩინოს, ვიდრე არის და გვაჩვენოს, თითქოს მართლაც წამყვანი ძალაა,  ამიტომაც ჩაერია სირიის კონფლიქტში. 

მსოფლიო არენაზე პოზიციონირების გარდა, კრემლის სირიის კონფლიქტში ჩარევას პრაქტიკული შედეგებიც ჰქონდა. რუსეთმა ტარტუს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პორტზე კონტროლი მოიპოვა. თუმცა, ამ ინტერვენციის ფასი რუსეთის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვა. პუტინის პირადი და არა სახელმწიოებრივი მიზნებისთვის რუსი გადასახადების გადამხდელების ფული სირიელი ბავშვების მოსაკლავად დაიხარჯა.  

მოსკოვის გავრცელებულ მითს, რომ რუსეთს სირიაში „ჰუმანიტარული მისია“ აკისრია, კიდევ ერთი არგუმენტი აბათილებს.  2017 წლის ივნისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: “ჩვენ ძალიან  ბევრი მუსლიმი მოქალაქე გვყავს, რომელიც რუსეთის ნაწილია და ყოველთვის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. მუსულმანური სამყაროს შიდა დაპირისპირებები უარყოფით გავლენას ახდენს მუსლიმებზე ყველა ქვეყანაში.“ სირიის სამოქალაქო ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ რელიგია გახდა. რეპრესიულმა შიიტურ-ალავიტურმა მმართველობამ (სირიის მოსახლეობის 74% სუნიტია, 13% კი – შიიტი-ალავიტი), ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის არსებულმა სექტარიანულმა დაყოფამ არა მთავარი, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კრიზისის გამწვავებაში. მოსკოვი შიშობდა, რომ მუსულმანური სამყაროს პერსპექტივიდან კონფლიქტის მასშტაბურ სექტარიანულ დაპირისპირებაში გადასვლა რუსეთში მცხოვრებ მუსლიმებზეც იმოქმედებდა და დომინოს ეფექტით ქვეყანაში შიდა არეულობას გამოიწვევდა.

კრემლის პროპაგანდის მიერ გავრცელებული მითების მიუხედავად, რუსეთის ინტერვენციას სირიაში არანაირი ჰუმანიტარული მიზეზი არ ჰქონია. არც საქართველოში შემოჭრას ჰქონდა რაიმე საერთო წარმოსახვითი რუსეთის მოქალაქეების დაცვასთან. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და სამხედრო ძალის გამოყენება რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის ნაწილია და მიზნად საერთაშორისო  წესრიგის ნებისმიერ ფასად დამხობას ისახავს.

საერთაშორისო პოლიტიკის პერსპექტივიდან, ოფიციალური მოსკოვის ჩართულობა სირიის კონფლიქტში რეგიონულიდან გლობალურ სამხედრო ინტერვენციებზე გადასვლას ნიშნავდა. რუსეთმა სამხედრო ძალა ჯერ პოსტსაბჭოთა საქართველოში გამოიყენა და შემდეგ სირიაში შეეცადა წამყვანი ქვეყნებისთვის დაემტკიცებინა, რომ კრემლს რეგიონის მიღმა სხვა ქვეყნებშიც შეუძლია სამხედრო ინტერვენცია განხორციელება. პუტინის ნეოიმპერიალიზმის ჭრილში, „დიადი რუსეთის“ როლი წარმოდგენილია, როგორც საერთაშორისო დღის წესრიგის შექმნელის და არბიტრის. ორ არალეგიტიმურ ლიდერს, ბჟანიას და ასადს შორის კავშირების გაღრმავების მცდელობა მხოლოდ მოსკოვის ინტერესებს ემსახურება და არსებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. აფხაზეთი არა დამოუკიდებელი ქვეყანა, არამედ ოკუპირებული რეგიონია და კრემლის სატელიტი ბჟანიას სირიაში გასეირნებით, პუტინი საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართალს კვლავ უხეშად არღვევს.

ქეთევან ქანთარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved