• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენი შეხვედრის დღიდან დუგინს საქართველოზე ცუდი არაფერი უთქვამს“ – ლევან ვასაძე

ალია ავტორი - ალია
10:46 06-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ბიზნესმენი, მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“-ს დამფუძნებელი ლევან ვასაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოსკოვში ვიზიტისა და კრემლთან დაახლოებულ რუს პოლიტოლოგთან ალექსანდრ დუგინთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.

ვასაძე განმარტავს თუ რატომ იმყოფებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოსკოვში. ვასაძე ამბობს, რომ ის დუგინს არაერთხელ შეხვედრია.

„მოსკოვში დავფრინავ 1995 წლიდან. მოსკოვში ვცხოვრობდი, 2009 წლიდან საქართველოში გადმოვედი დიდი ბრიტანეთიდან და მოსკოვში რეგულარულად დავფრინავ თვეში ერთხელ, ზოგჯერ, კვირაში ერთხელ.

27 მაისს გვქონდა დანიშნული ჩვენი კომპანიის დირექტორთა საბჭოს სხდომა, რომლის აქციონერობაც მე არასდროს არ დამიმალავს. მოგეხსენებათ, მოსკოვსა და თბილისს შორის არ არსებობს პირდაპირი რეისები, არის კვირაში 2-ჯერ სომხეთის გავლით, ოთხშაბათს და შაბათს. ოთხშაბათი იყო 26 მაისი, ამიტომ, მე წინა დღეს ჩამოვფრინდი მოსკოვში, რათა დავსწრებოდი დირექტორთა საბჭოს სხდომას 27-ში. ეს არის და ეს.

რაც შეეხება ალექსანდრე დუგინთან ჩემს შეხვედრას, მას არაერთხელ შევხვედრივარ, მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, შემომეტრიალებინა საქართველოსთვის, ესეც ცნობილი ფაქტია. 2015 წელს გავიცანი და არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, რომ ჩვენი შეხვედრის დღიდან დუგინს საქართველოზე ცუდი არაფერი უთქვამს, უფრო მეტიც, ის იყო და არის ერთადერთი რუსი, რომელმაც 180° შეცვალა თავისი პოზიცია და თუ ადრე იძახდა Танки на Тбилиси, ახლა იძახის, საქართველო უნდა გავამთლიანოთო. მინდა მჯეროდეს, რომ მოკრძალებული წვლილი ამ პირადი ურთიერთობების ხარჯზე მეც შევიტანე“, – განაცხადა ვასაძემ Tv პირველის ეთერში.

ინფორმაციისთვის, 26 მაისს ბიზნესმენი ვასაძე დუგინს შეხვდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved