• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Ryanair-ის ეკიპაჟსა და დისპეტჩერებს შორის საუბრის ჩანაწერი – მინსკი

ალია ავტორი - ალია
19:06 05-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ბელარუსის ტრანსპორტის სამინისტრომ გამოაქვეყნა საუბრის გაშიფრული ტექსტი ავიადისპეტჩერებსა და Ryanair-ის თვითმფრინავის ეკიპაჟს შორის, რომელიც 23 მაისს იძულებით დაეშვა მინსკის აეროპორტში.

მოლაპარაკებების დროს ეკიპაჟს გადასცეს სპეცსამსახურების ცნობა, რომ თვითმფრინავში შესაძლოა ყოფილიყო ბომბი, რომელიც შეიძლება ვილნიუსის თავზე გააქტიურებულიყო. ეკიპაჟს გადაეცა წითელი კოდი, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ დაჯდომა, და თვითმფრინავს მინსკში დაჯდომა ურჩიეს.

ათენიდან ვილნიუსში მიმავალი თვითმფრინავის პილოტი აზუსტებს, ვისი რეკომენდაციით არის აუცილებელი მინსკში დაჯდომაო. ის ითხოვს სიხშირეს ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებისთვის, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას, მოაბრუნოს თვითმფრინავი.

მიიღო თუ არა ამის ნებართვა, ტექსტიდან არ ჩანს. მანამდე ლიეტუვის პოლიცია იტყობინებოდა, რომ ეკიპაჟმა მინსკში დაჯდომის შესახებ გადაწყვეტილება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.

ინციდენტმა უპრეცედენტო სკანდალი გამოიწვია. ევროკავშირმა ბლოკის საავიაციო მრეწველობას მოუწოდა, თავი აარიდოს ბელარუსის საჰაერო სივრცეს და ბელარუსის ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცითა და აეროპორტებით სარგებლობა აუკრძალა. ასეთივე რეკომენდაცია გასცა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ. საჰაერო სივრცე უკვე დახურა უკრაინამ, რომლის მოქალაქეები მინსკს რუსეთში ტრანზიტისთვის იყენებდნენ.

ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენაზე უარი თქვეს Air France-KLM-მა, Finnair-მა, SAS-მა, AirBaltic-მა, Lufthansa-მ, LOT,-მა Wizzair-მა და Singapore Airlines-მა.

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: ბელორუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved