• რეკლამა
  • კონტაქტი
12:52, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები თბილისში მსვლელობას გეგმავენ

ალია ავტორი - ალია
10:43 05-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები 16:00 საათიდან მსვლელობას და პიკეტს გეგმავენ. გეგმების შესახებ 24 მაისს, აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, არ გაჩერდებიან, ვიდრე შედეგს არ მიაღწევენ. 

„25 მაისს, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს, ამიტომ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ გავჩერდეთ იქამდე, ვიდრე მივაღწევთ შედეგს. მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, ჩვენ უკვე 210-ე დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს.

25 მაისს, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით თუნდაც ამ მოედანზე, დავიძრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელიც გავაჟღერეთ არაერთგზის”, –აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა 24 მაისის აქციაზე.

შედგება თუ არა შეხვედრა ხელისუფლებასა და აქციის ორგანიზატორებს შორის, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მხარეები ამისთვის მზად არიან, თუმცა რიონის ხეობის მცველები შეხვედრაზე რამდენიმე ათეული აქტივისტის დაშვებას მოითხოვენ. “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელი მარიტა მუსელიანის ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან შეხვედრის მცდელობა არ ჩანს. 

“პიკეტირების მცდელობები გვექნება. ის, რომ ყურადღება გამახვილდეს, ამ თვალსაზრისით და თბილისი ჩაერთოს ამ პროცესში, ჩვენი მიზანი ამ წუთას ეს არის. ჩვენ ვართ ამ პროტესტში და ვხედავთ, რომ აქვს გარკვეული შედეგი. სხვა თვალსაზრისით ჩვენ შედეგამდე ვერ მივედით, ეს სამწუხაროა ძალიან. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანისთვის, ან მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირისთვის პრობლემა არ უნდა იყოს თავის მოსახლეობასთან შეხვედრა. არანაირი შემოთავაზება ან დიალოგის მცდელობა არ არის,” – აცხადებს მარიტა მუსელიანი.

შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე გაათენა, სადაც კარვებია გაშლილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved