• რეკლამა
  • კონტაქტი
21:14, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახლა კი ისა ვართ, რაცა ვართ რესპუბლიკის მოედანზე-ღარიბები და ამაყები – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:39 05-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

“ენმ”-ის წევრი, რომან გოცირიძე:

“გამახსენდა ანტიჰესური გამოსვლების ერთი ეპიზოდი ეროვნული მოძრაობის პერიოდში, საბჭოთა კავშირის არსებობის მიწურულს. ითხოვდნენ ჟინვალის ჰესის დაცლას. გადახედეთ მაშინდელ პრესას: “დამოკლეს მახვილი თბილისის თავზე”, “ჟინვალი რომ გასკდეს, პლეხანოვს 9 მეტრიანი ტალღა გადაუვლის”, “ჟინვალის კაშხალი ჟონავს”. მერე ჩაბნელდა საქართველო და ჟინვალის დაცლაც გადაავიწყდათ. ახლა დენი თავზესაყრელად რომც გვქონდეს, ჟინვალს მაინც ვერ დავცლით. ჟინვალს ვსვამთ, თბილისის ზღვას ვსვამთ, არაგვს ვსვამთ, მაგრამ წყალი მაინც არ გვყოფნის.

ახლა ქუთაისია “საფრთხეში”. ტალღა უფრო დიდი იქნებაო, 19 მეტრის სიმაღლის. შუშის პარლამენტს დაფარავსო.

გავიდა სამ ათეულ წელიწადზე მეტი. მამების საპროესტო ესტაფეტა შვილებმა აიტაცეს. როგორც მაშინ, “ერთ მუშტად” ( მუშტები ცუდად აქვს დაცდილი ქვეყანას), არის შეკრული საზოგადოება: მოფაშისტო ელემენტები, შავბნელი მღვდლები, მემარცხენე, მემარჯვენე თუ სულაც ორიენტირის არმქონე ინტელექტუალები, დემაგოგი პოლიტიკოსები, რუსეთის აგენტები და გულწრფელად შეწუხებული ადამიანები. ეს ხალხი გააერთიანა ერთმა იდეამ, ოღონდ, რომ ჰკითხოთ, რა არის ეს იდეა, ყველასთვის სხვადასხვა რამ აღმოჩნდება.

გავა კიდე ერთი ოცდაათი წელიწადი. ამოიღებენ “სკივრიდან” ფოტოებს (შეიძლება ეს სკივრი იმ დროს უკვე ფრჩხილში ან სულაც თავში ჩასმული მიკროჩიპი იყოს). ზოგი იამაყებს, ზოგს შერცხვება, ზოგს გაუკვირდება. აი ისე გაუკვირდება, როგორც მე მიკვირს ახლა, როცა ვუყურებ ხოლმე სკივრიდან ამოღებულ იმ ფოტოებს, რომელშიაც საქართველოს უახლოესი ისტორიის უმძიმესი პროცესებია ასახული. ფაქტობრივად, არ ყოფილა არცერთი მოვლენა, რომელშიაც ამა თუ იმ ფორმით არ ვყოფილიყავი ჩართული. ძალიან ბევრი რამ მეცნობა, როგორც იტყვიან, “სხეულით ვგრძნობ” ხოლმე.

ასე წვალებ-წვალებით, არა ერთი და ორი ათეული წლის შემდეგ, დავემსგავებით რაღაცას, აი ისეთს, ევროპაში რომ მოგვწონს, ოღონდ ჩენთვის რომ არ გვინდა თუ ჩვენთვის ჯერ რომ ადრეა. ერთ სულზე მშპ-ც ცოცვა- ცოცვით გაიზრდება ( ამაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული აზრები თავებში), დენიც გვექნება მრავალწყაროიანი ( დაახლოებით 10-15 პროცენტი ქარისაც და მზისაც ოცდათიოდე წლის შემდეგ). მოკლედ, რაღაცას დავემსგავსებით.

ახლა კი ისა ვართ, რაცა ვართ რესპუბლიკის მოედანზე-ღარიბები ( მრავალმხრივად) და ამაყები. ოღონდ აქაც რომ ჰკითხო ახლა, რა არის საამაყო, ყველა მხარეს თავისი ახსნა ექნება და არცერთი დაემთხვევა ერთმანეთს.”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved