• რეკლამა
  • კონტაქტი
21:14, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინმემ დაითვალა, რამდენი პაციენტი მოგვიკვდა ამის გამო? მამაჩემს მე მივხედავ, მაგრამ დანარჩენმა 200+ პაციენტმა რა ქნას? – ვახო ელერდაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:55 05-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

მოაზროვნე, ვახო ელერდაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

„ამ ქვეყანაში ავად არ უნდა გახდე!

კოვიდი ცალკე კლავს და ჯანდაცვის გაუმართავი სისტემა – ცალკე.

გუშინ მამაჩემის ანალიზების პასუხებს 8 (!) საათი ველოდეთ, დილის 10 საათის ნაცვლად, პასუხი იყო საღამოს 6-ზე.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ერთი ანალიზის პასუხი იყო მომატებული და დასჭირდა დამატებითი პროცედურა (არ დავაზუსტებ არასწორი ინტერპრეტაციებისგან რომ თავი დავიცვა). დროულად თუ არ გაკეთდა ეს პროცედურა არის საშიშროება, რომ გული გაჩერდეს, ანუ 8 საათი დაგვიანება არის წარმოუდგენელი ამ ვითარებაში.

პროცედურა გაკეთდა, იმედია მოვასწარით და მამაჩემი იცოცხლებს (!), ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით უიმედო სიტუაცია არ არის, მაგრამ ახლა ამის გამო არ ვწერ ამას.

უნდა აღვწერო, თუ როგორ არასწორად აქვთ დალაგებული მთელი პროცესი და რატომ აგვიანებს ანალიზები:

გეგმურად, ყოველ 3 დღეში ერთხელ, უღებენ სინჯებს პაციენტებს და უგზავნიან ლაბორატორიას (მძიმე პაციენტებს უფრო ხშირად). ახლა ჰოსპიტალში, ჩემი ინფორმაციით, 240 პაციენტია, ანუ დღიურად 60-120 ანალიზია გასაკეთებელი.

ანალიზები იგზავნება ლაბორატორიაში, შემდეგ პასუხები ლაბორატორიის თანამშრომელს ჰოსპიტლის პროგრამაში ხელით (!) შეჰყავს. თუ გაგიმართლათ და თქვენი პაციენტის ანალიზი შეიყვანეს თავში, მაშინ ძვირფას დროს არ დაკარგავთ, თუ არ გაგიმართლათ უნდა ელოდოთ 8 საათი, სანამ ის თანამშრომელი ყავას დალევს და 100 პაციენტის ანალიზებს პროგრამაში ხელით შეიყვანს.

როდესაც ვიკითხე, რა არის გარანტია იმისა, რომ რომელიმე ანალიზის პასუხში ათეულის ან ასეულის თანრიგში იმ თანამშრომელს აკრეფისას არ შეეშლება რომელიმე ციფრი, მითხრეს რომ ამას ექიმი ამოწმებს (რანაირად???).
ახლა როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ დღეში 60-120 ანალიზის პასუხში, თითოეულ რიცხვს ამოწმებს ექიმი და რომ იმ თანამშრომელს აკრეფისას არაფერი ეშლება?

გვაქვს მაღალტექნოლოგიური დანადგარები, მაღალტექნოლოგიური სისტემები, მაგრამ ეს დანადგარები და სისტემები ერთმანეთთან სკოტჩით არის გადაბმული და ასე ვერ გავფრინდებით, ლაბორატორიის ანალიზები პროგრამაში ავტომატურად უნდა ისახებოდეს, ადამიანის ჩარევის გარეშე.

ამასთან დაკავშირებით, მთელი პროცესი რომ გავიგე, თუ როგორ მუშაობს, გამოვთქვი სასტიკი პროტესტი და ახლა ანალიზები თავად წავიღე სხვა ლაბორატორიაში და პასუხებს თავად მივიტან დროულად და ანალიზების თანხასაც თავად ავანაზღაურებ (არ მჭირდება უფასო და 8 საათის დაგვიანებით!) და ასე გავაგრძელებ ყოველდღე, სანამ მამაჩემის დაავადება არ დამარცხდება.

ვინმემ დაითვალა, რამდენი პაციენტი მოგვიკვდა იმის გამო, რომ ლაბორატორიასა და ჰოსპიტალს შორის ინფორმაციის მიმოცვლა არ არის ოპტიმიზებული? – მე დავითვლიდი!
სასწრაფოდ შესაცვლელია ეს.
მამაჩემს მე მივხედავ, მაგრამ დანარჩენმა 200+ პაციენტმა რა ქნას?,“- წერს ვახო ელერდაშვილი.

თეგები: ვახო ელერდაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved