• რეკლამა
  • კონტაქტი
13:11, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახრწნილი ოჯახის დღე – შორენა გაბუნიას ბლოგი

ალია ავტორი - ალია
20:33 05-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

“საფარი” აქვეყნებს შორენა გაბუნიას ბლოგს:

„ბიძაჩემი, დედის ძმა, 7 წლიდან მაუპატიურებდა. როცა მოვიკრიბე მთელი ძალები და ყველაფერი დედას ვუთხარი, მან მიპასუხა, რომ ეს „ნაგავი საქციელი“ იყო და აღარასოდეს უნდა გამებედა ამის გამეორება. მერე ბიძასთან მიმიყვანა და ბოდიში მომახდევინა. შემდეგ სულ მიმეორებდა, არსად დამცდენოდა ეს ამბავი, თორემ ბავშვთა სახლში ჩამაბარებდა“

„მთვრალ მამაჩემს ჩემი 3 წლის ძმა საჭესთან ესვა. მე უკან ვიჯექი. მამა ხეს შეეჯახა, ჩემი ძმა იქვე გარდაიცვალა. ეს ამბავი სოფლის გზაზე მოხდა, არავის დაუნახავს. მამაჩემი არ დაიბნა და მომაკვდავი ბავშვი უკანა სავარძელზე გადასვა, რომ მისი სიკვდილი არ დაბრალებოდა. მე დამემუქრა, ხმა არ ამოიღო, თორემ საბას მიგაწევ უკანო“

„ბაბუაჩემი ქალაქში ცნობილი ადამიანი იყო, ყველას უყვარდა და პატივს სცემდა, მაგრამ მე წლების მანძილზე მაუპატიურებდა. ვერავის ვეუბნებოდი ამას… ერთხელ ბებიამ შემოგვისწრო და იცით, რა მოხდა? – მე დამიწყო ჩხუბი, კაცი – კაცია და თხელი კაბით რომ დაეთრევი სახლში, ცდუნება მოერიაო. 12 წლის ვიყავი მაშინ…“

„14 წლის ვიყავი, მამაჩემს რომ ჩემს ნათლიასთან შევუსწარი… შოკში ჩავვარდი, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ მათი ურთიერთობა ჩემს ნათლობამდე, ბევრი წლის წინ, დაიწყო, ჩემი მონათვლა კი მათ შეხვედრებს „საპატიო“ მიზეზს აძლევდა. ამის გაცნობიერებამ გამაცოფა. ყველაფერი დედას ვუთხარი. დედამ მამაჩემიც და ჩემი ნათლიაც მოისროლა თავისი კომპანიიდან. ამის გამო, მამაჩემმა ქამრით ისე მცემა, რომ საავადმყოფოში აღმოვჩნდი…“

„როცა ჩემმა მეგობარმა გაუპატიურება დამიპირა, ვერავის ვუთხარი… შემეშინდა, მაგრამ ყველაზე მეტად იცით რისი? – მამის, იმ მამის, რომელიც მთელი ცხოვრება იმუქრება, რომ თუ ვინმე ხელს დამადებს, მოკლავს, გვიან სახლიდან არ მიშვებს, რადგან მას რომ ჰკითხო, მე მიცავს, რეალურად კი პასუხისმგებლობას გაურბის. არა, ამაზე უფრო მეტს – თავისი ეგოს შელახვას“.

“ასე 6-7 წლის ვიქნებოდი, როცა დედაჩემის კაბა გადავიცვი და მისივე ქუსლიანი ფეხსაცმელებით ოთახიდან ოთახში დავჩერჩეტებდი. მეზობელი შემოვიდა ამ დროს, და ამ ჩაცმულობაში მნახა. მამაჩემს უთხრა, ე ბიჯო, გაგექცა შენი ბიჭი პიდარასტობისკენო. მამაჩემი, რომელიც მეზობლის შემოსვლამდე ძალიან იცინოდა ჩემს ჩაცმულობაზე, უცებ ისე გამწარდა, რომ მეზობლის წინაშე ფეხებით შემდგა, ტანსაცმელი კი მთლიანად შემომახია”

“21 წლისა ოჯახმა ფაქტის წინაშე დამაყენა – სახლი უნდა დამეცალა, რადგან ჩემს ძმას ცოლი მოჰყავდა. გავოგნდი, უარი ვუთხარი, მაგრამ მითხრეს, მაშინ შენი ძაღლი მოაშორეო. ერთხელ, შინ როცა მივედი, ძაღლი სულს ღაფავდა… შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგი მშობლებმა მომიკლეს, რომ სახლიდან წავსულიყავი…”

ამა წლის თებერვალში 14 წლის გოგონა რომ გააუპატიურეს, მისმა ოჯახის წევრმა კაცებმა სიკვდილამდე სცემეს ბავშვს – ოჯახს გვირცხვენსო… აბა მოძალადეს ხომ არ სცემდნენ, იქნებ მას ხურდა დაებრუნებინა, ბავშვზე ჯავრის ყრა კი ხომ უფრო ადვილია?

გახსოვთ ალბათ, როგორ დამთავრდა ეს ამბავი.

Შემდეგ კიდევ სხვა გოგონა გააუპატიურეს და შემდეგ კიდევ ბევრჯერ სცემა ამის გამო ძმამ.

და არც ცოლის გამხეცებით ცემაა პრობლემა და ამ დროს 8 თვის ბავშვის მოკვლა…

ახლახან, 9 წლის ბავშვზე იძალადა 45 წლის კაცმა. მოძალადისგან გაქცევის მცდელობისას, ბავშვი თხრილში ჩავარდა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ბავშვის მშობლები ამ დროს აბა რაზე სწუხდნენ? – ეს ამბავი რომ პოლიციამ გაიგო. და როცა მრავალჯერ ნასამართლევ დამნაშავეს ვერაფერი დააკლეს, მშობლებმა ისევ ბავშვზე ძალადობა გადაწყვიტეს.

უსასრულოდ მახსენდება მსგავსი ისტორიები, და თითქოს ეს არ იყოს საკმარისი, ყოველდღიურად კიდევ ახალი ემატება.

სამეგობროში, სამეზობლოში, სანათესაოში თუ არ ხმაურდება მსგავსი რამ, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები გულმოდგინედ მალავენ – მსხვერპლს აჩუმებენ. აბა თავს ხომ არ მოიჭრიან ხალხში… ამასობაში, ამით გულმოცემული მოძალადე ახალ მსხვერპლს ეძებს და ასე – დაუსრულებლად…

დანარჩენებიც დამნაშავენი ვართ, უკლებლივ ყველანი, ვინც ვიცით, რომ ჩვენი მეზობელი ან ნათესავი ამას სჩადის და პასიურად თუ აქტიურად, მხარს ვუჭერთ მათ… დამნაშავის მხარდაჭერა, მისი ნამოქმედარის გამართლება – იმას ნიშნავს, რომ მას სტიმულს ვაძლევთ, ახალი და ახალი დანაშაული ჩაიდინოს, რადგან მორალურად თავს “მართლად” მიიჩნევს.

ვითომ ბავშვის და შვილის კულტი გვაქვს?

არა, სინამდვილეში ხშირად ბავშვებს ჩვენი ეგოს დასაკმაყოფილებლად ვიყენებთ. და თუ შვილი ხალხში სატრაბახოდ არ გამოგვადგება, პრობლემას ვერ ვხედავთ იმაში, რომ სასტიკად გავუსწორდეთ მას.

ოღონდაც მეზობლებში, მეგობრებში, თანამშრომლებში რეპუტაცია არ შეგველახოს,

ოღონდაც ზურგს უკან ჩვენზე არავინ თქვას, ეს საწყალი, ამის შვილი ხომ …-ო,

და მზად ვართ, შვილების გასაჭირზე  თვალი დავხუჭოთ და დავივიწყოთ, თითქოს არც მომხდარა, მაშინ ჩავცეთ მათ ლახვარი ზურგში, როდესაც ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს მხარდაჭერას. მათ ყოველდღიურად მსხვერპლად ვწირავთ ჩვენს რეპუტაციას, რომელიც სინამდვილეში არც არსებობს, რადგან სიცრუეზე დგას.

ასე გამოდის: ყველას ჩვენს შვილებზე წინ ვაყენებთ, ყველას მათ ვწირავთ მსხვერპლად…

წელიწადში არსებული 365 დღიდან, ზუსტად 17 მაისს გადავწყვიტეთ “ოჯახის სიწმინდის” დღის დაწესება. ეს შემთხვევითი როდია – 17 მაისს ხომ ის “უწმინდურები” მიიჩნევენ თავიანთ დღედ, რომლებიც ოჯახს, როგორც ღირებულებას, თავიანთი არსებობით “ბღალავენ”. ჰოდა, ჩვენც “განვწმინდეთ” ეს დღე.

სულ არ გვაინტერესებს, ამ ადამიანებს ჰყავთ თუ არა ოჯახები, რას განიცდიან მაშინ, როდესაც თავიანთი “წმინდა” ოჯახის წევრები სიცივით და შიმშილით სიკვდილისთვის სწირავენ და ქუჩაში ყრიან…

არ ვიცი, ვინ, რატომ და საიდან დაადგინა, რომ ოჯახის ღირსება იმით იზომება, თუ რას ამბობენ მასზე საახლობლოში, და არა – მისი წევრების ურთიერთდახმარებით, სიყვარულით და საერთო ტვირთის ერთობლივი ზიდვით.

თუ თქვენც ასე ფიქრობთ, კიდევ ერთი ლაიქი დაუწერეთ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა “სიწმინდეს”, მაგრამ მე არ გილოცავთ “ოჯახის სიწმინდის დღეს”,

იმიტომ,

რომ

მოსალოცი არაფერია.”

თეგები: შორენა გაბუნია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved