• რეკლამა
  • კონტაქტი
18:51, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” გუნ­დი ჩა­მო­ი­შა­ლა… ირაკლი ღარიბაშვილი მსხვერპლია… – რომელ პოლიტიკურ ძალას უერთდება ხათუნა ხოფერია?

ალია ავტორი - ალია
16:39 05-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია “კვირის პალიტრასთან” ამბობს:

ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია:

ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” რაც ხდე­ბა, იმას ჩვენ ძა­ლი­ან მსუ­ბუქ ფორ­მა­ში ვხე­დავთ, მაგ­რამ, რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლო­ბაა პარ­ტი­ა­ში, ბევრ ჯგუ­ფად და­ი­ყო და გა­დარ­ჩე­ნის­თვის მი­დის ბრძო­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ფრა­ზა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი წა­ვი­და და და­ტო­ვა კო­ბა­ხი­ძე. კო­ბა­ხი­ძემ და­ი­ტო­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ და სცა­და, გა­ე­ტა­რე­ბი­ნა თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კა ბო­ლომ­დე, რაც შარლ მი­შე­ლის სა­მარ­ცხვი­ნო დო­კუ­მენ­ტით დამ­თავ­რდა, რა­საც შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­ქვათ სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­კარ­გვის დო­კუ­მენ­ტი. კო­ბა­ხი­ძე-მდი­ნა­რა­ძის გუნ­დის ასო­ცი­ა­ლუ­რო­ბის გამო მოხ­და ეს, ისი­ნი ხალ­ხთან ვერ კონ­ტაქ­ტო­ბენ, გუნ­დი შიგ­ნით ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ჩა­მო­ი­შა­ლა. არა­ფერს ვამ­ბობ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე, რო­მელ­საც არ­ჩე­ვა­ნიც კი არ და­უ­ტო­ვეს, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, წა­სუ­ლი­ყო. თუ და­ი­ჭერ­და მე­ლი­ას, მა­ინც მო­უ­წევ­და წას­ვლა, სა­ერ­თა­შო­რი­სო, ასე­ვე – “ენ­ჯე­ო­ე­ბის” და თა­ვად “ოც­ნე­ბის” ლი­დე­რე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლა იქ­ნე­ბო­და, უბ­რა­ლოდ, გა­ხა­რი­ამ გა­და­წყვი­ტა, არ და­ე­ჭი­რა ნიკა მე­ლია, არ გა­და­ედ­გა ეს იდი­ო­ტუ­რი ნა­ბი­ჯი და უფრო სუფ­თად წა­სუ­ლი­ყო. არ ვიცი, რამ­დე­ნად უნი­ჭო და არა­ა­და­მი­ა­ნი უნდა იყო, კახი კა­ხიშ­ვი­ლი, ამ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე, ასე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნი ისე გა­ამ­წა­რო, რომ თქვას, მე შე­იძ­ლე­ბა ფრაქ­ცია დავ­ტო­ვო იმის გამო, რომ არა­ვინ არა­ფერს მე­კი­თხე­ბა და მე ვერ შე­ვას­რუ­ლებ სხვის მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­სო. ახლა ყრი­ლო­ბა არის მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი და კო­ბა­ხი­ძეს უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პო­ლიტ­საბ­ჭო, თა­ნამ­დე­ბო­ბა და ამ ლე­გი­ტი­მა­ცი­ის შემ­დეგ, ალ­ბათ, ექ­ნე­ბა პრე­ტენ­ზია, რომ ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აირ­ჩი­ოს და “ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან” ერ­თად მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი აირ­ჩი­ოს, ანუ მთლი­ა­ნად გა­და­ვიდ­ნენ ვია კო­ა­ლი­ცი­ურ მმარ­თვე­ლო­ბა­ში. ნელ-ნელა მივ­დი­ვართ კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის­კენ მა­შინ, როცა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა იყო, შე­ვი­და უმ­რავ­ლე­სო­ბით პარ­ლა­მენ­ტში და ვერ ახერ­ხებს, თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კა გა­ა­ტა­როს ქვე­ყა­ნა­ში, აი­ღოს ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ქვე­ყა­ნა­ში მოხ­დე­ბა მისი მმარ­თვე­ლო­ბის დროს. უცებ გა­მარ­ჯვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ათ­ქმე­ვი­ნა უარი ოპო­ზი­ცი­ამ, რო­მელ­მაც წა­ა­გო არ­ჩევ­ნე­ბი და რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი. სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვეა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” და მას­თან აკე­თე­ბენ კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას.

ვფიქ­რობ, კახა კა­ლა­ძეც ელო­დე­ბა იმ მო­მენტს, რო­დე­საც მოხ­დე­ბა პარ­ტი­ა­ში ძა­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა, შეძ­ლოს ეს ძა­ლე­ბი თა­ვის­კენ მო­ი­ზი­დოს. თა­ვი­სი ხალ­ხი მას პარ­ლა­მენ­ტშიც ჰყავს, მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც ჰყავს, დე­და­ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­სურ­სიც მი­სია და კა­ლა­ძე არ არის მსუ­ბუ­ქი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, ალ­ბათ, ის ეც­დე­ბა, გად­მო­ქა­ჩოს თა­ვის­კენ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პო­ლი­ტი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბი. ანა­ლო­გი­უ­რად იმოძ­რა­ვებს, ალ­ბათ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც, ასე­ვე, ექ­ნე­ბა მცდე­ლო­ბა, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი შეკ­რი­ბოს. თუმ­ცა არ ვიცი, პო­ლიტ­საბ­ჭო­ში რამ­დე­ნად აქვს გავ­ლე­ნა მას. გული მწყდე­ბა, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ერთ-ერთი მსხვერ­პლია იმ არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ბოლო წლე­ბი მყარ­დე­ბო­და. ირაკ­ლის ამის დეკ­ლა­რი­რე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია, მაგ­რამ მან გა­აჟ­ღე­რა ეროვ­ნუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის იდეა და ვთვლი, რომ ირაკ­ლი არის პატ­რი­ო­ტი, კონ­სერ­ვა­ტო­რი და მისი ცხოვ­რე­ბის წე­სიც ასე­თი­ვეა, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მო­ძოვს მდი­ნა­რა­ძე-კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად, რომ­ლებ­მაც ქვე­ყა­ნა, პო­ლი­ტი­კა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი შეს­წი­რეს ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლე­ბის ბა­ტო­ნო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი გა­და­ა­ბა­რეს ევ­რო­პულ ჯგუფს, რო­მე­ლიც ანა­ლო­გი­ურს აკე­თებს თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში.

– გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­მო­ჩე­ნა რას შეც­ვლის ამ ვი­თა­რე­ბა­ში?

– იმ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც კეთ­დე­ბა, ვინ მი­დის მას­თან და რა პო­ზი­ცი­ე­ბი უკა­ვია, ვფიქ­რობ, გა­ხა­რია არ იქ­ნე­ბა ისე­თი მძი­მე ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლი, რო­გო­რიც კო­ბა­ხი­ძის ჯგუ­ფია, მაგ­რამ ის მა­ინც ეც­დე­ბა, ეს ნიშა და­ი­კა­ვოს. სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ლე­ვან ვა­სა­ძის ჯგუ­ფი. ვნა­ხეთ, ძა­ლი­ან შეც­ვლი­ლი იყო ამ დღე­ებ­ში ლე­ვან ვა­სა­ძის ტონი იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც ადრე იყო. მა­შინ, როცა მას ეკა­ვა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, პატ­რი­ო­ტის პო­ზი­ცია, მას­ში იყო უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ტო­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ რო­გორც კი გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა­ზე, შე­იც­ვა­ლა და გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა იგ­რძნო. შენ თუ მო­დი­ხარ პო­ლი­ტი­კა­ში, სხვა თა­მა­შით უნდა ითა­მა­შო და აპი­რებს ქვე­ყა­ნა­ში ამ კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის, ჩვე­ნი რწმე­ნის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის დაც­ვას კა­ნო­ნი­ე­რი გზით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის გზით, თუნ­დაც ლგბტ-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვი­სი ად­გი­ლი კა­ნო­ნის გზით მი­უ­ჩი­ნოს. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა მისი მსჯე­ლო­ბა, დიდი სიმ­პა­თი­ე­ბით ვარ და ვფიქ­რობ, ლე­ვან ვა­სა­ძეს შე­ვუ­ერ­თდე­ბი.

“ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა მისი მსჯე­ლო­ბა, დიდი სიმ­პა­თი­ე­ბით ვარ და ვფიქ­რობ, ლე­ვან ვა­სა­ძეს შე­ვუ­ერ­თდე­ბი”

– უკვე გქონ­დათ მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი?

– მას რამ­დე­ნი­მე­ჯერ შევ­ხვდი. თუ ადა­მი­ა­ნი აპი­რებ, ვი­ღა­ცას მხა­რი და­უ­ჭი­რო პო­ლი­ტი­კუ­რად, როცა პო­ლი­ტი­კუ­რი ველი ასე­თია, სრუ­ლი ქა­ო­სია და მარ­თლა ქა­რიშ­ხალს მი­აქვს, ათა­სი სი­ბინ­ძუ­რე ტრი­ა­ლებს, გარ­კვე­უ­ლი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ადა­მი­ა­ნის თვი­სე­ბე­ბი უნდა იცო­დე და უნდა იცო­დე, რამ­დე­ნად შეძ­ლებ მას­თან ყოფ­ნას. მე ზურა ჟვა­ნი­ას გუნდში ვი­ყა­ვი და მისი თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გი, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მქონ­და. ხა­ლა­სი ხა­სი­ა­თი არ გა­ტყუ­ებს, ეს ვიცი.

იმ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი წა­მო­ვე­დი ლე­ვან ვა­სა­ძის შეხ­ვედ­რე­ბი­დან, მინ­და და­ვე­ლო­დო, ახლა რა იქ­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ყრი­ლო­ბა­ზე, ან შე­იძ­ლე­ბა მა­ნამ­დეც მი­ვი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და მის გვერ­დით დავ­დგე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთ ენა­ზე ვსა­უბ­რობთ.

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved