• რეკლამა
  • კონტაქტი
00:48, ორშაბათი, 27 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წარმატებული ოტორინოლარინგოლოგი – ვლადიმერ კვაჭანტირაძე – ყელ-ყურ-ცხვირის გავრცელებულ პრობლემებსა და მკურნალობის მეთოდებზე

ალია ავტორი - ალია
19:30 05-17-2021
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,300

ექიმი ოტორინოლარინგოლოგი, ბატონი ვლადიმერ კვაჭანტირაძე ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის, ჯაფარიძე–ქევანიშვილის კლინიკის წამყვანი ოტორინოლარინგოლოგი და იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ყელ–ყურ–ცხვირის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. წარმატების მისაღწევად არც თუ ისე მარტივი გზა გაიარა და დღემდე ბევრს შრომობს იმისთვის, რომ თანამედროვე მედიცინაში მიმდინარე პროცესებს მაქსიმალურად აუწყოს ფეხი.

ვლადიმერ კვაჭანტირაძე: თავადაპირველად, ყველა ასაკის პაციენტებთან ვმუშაობდი და ბატონი  შოთა ჯაფარიძის ძალისხმევით და ბატონი ივანე ჩხაიძის დახმარებით, დღეს  აქტიურად ვარ დაკავებული ბავშვთა ოტორინოლარინგოლოგიით.

– რამდენად ხშირია ბავშვებში თანდაყოლილი პრობლემები და ყველაზე ხშირად რა გართულებებით მოყავთ თქვენამდე?

– საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში არც თუ ისე ხშირად გვხვდება თანდაყოლილი მძიმე ანომალიები, თუმცა, ხშირია მწვავე შემთხვევები, განსაკუთრებით ხშირად შემოჰყავთ ბავშვები ცხვირში, ყელში და ყურში უცხო სხეულებით და ცხვირიდან სისხლდენებით.  

– სმენის პრობლემა არც თუ ისე იშვიათია, რა პერიოდიდან უნდა ვიყოთ ყურადღებით და როგორ მიხვდეთ, რომ ჩვილს სმენასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს?

– ოთხ კვირაზე მშობელმა უნდა მიიყვანოს ბავშვი სკრინინგ ცენტრში და ჩაუტაროს სმენის გამოკვლევა-აუდიომეტრია. მოგვიანებით უნდა დავაკვირდეთ მის რეაქციებს თამაშის დროს – თუ რეაგირებს სიმღერებზე, ტაშის დაკვრაზე, თუ ბავშვი ამ დროს კონტაქტურია და აქვს რეაქციები, მაშინ სანერვიულოდ არ გვაქვს საქმე. 

– შედარებით მოზრდილ ასაკში რა პრობლემები გხვდებათ?

– სამი წლიდან ზემოთ, როდესაც პაციენტი ვერ სუნთქავს, პირღია სძინავს და ხვრინავს, შესაბამისად, ცხვირსა და ყურს შორის დამაკავშირებელი მილები იხშობა და თუ გახანგრძლივებულად მიდის დახშობის პროცესი, ყალიბდება ექსუდაციური ოტიტი, ამ დროს თავს იჩენს სმენის დაქვეითება, უნდა მოხდეს ლარინგოლოგის კონსულტაცია და თუ სითხე დასტურდება,  მაშინ ვაკეთებთ ყურის შუნტირების ოპერაციებს ადენოტომიებთან ერთად. თუ საწყისი ეტაპებია და ანამნეზი 1-2 თვისაა, მაშინ საკმარისია მხოლოდ ტონზილას ან ადენოიდების ჰიპერტროფიების დროს მისი მოშორება, ევსტახის მილი იბრუნებს  ვენტილაციის და  დრენაჟის ფუნქციას  და აღარ სჭირდება შუნტების ჩადგმა, მაგრამ თუ ეს პროცესი 1 წელიწადზე მეტხანს გრძელდება, მაშინ ადენოტომიის და ტონზილექტომიის გაკეთება არ არის საკმარისი და  ამ ოპერაციასთან ერთად, საჭიროა, ცალმხრივი ან ორმხრივი შუნტების ჩადგმა.

– როგორ უნდა აარიდოს მშობელმა ბავშვს ცხვირში და ყელში უცხო სხეულების მოხვედრის საფრთხე?

– თავად ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის მამა ვარ და  მე და ჩემი მეუღლე განსაკუთრებულად ვარჩევთ სათამაშოების ზომას, ასაწყობი ე.წ ლეგოების შეძენისას, ვცდილობთ, ისეთი ზომის ნაწილებისგან შედგებოდეს, რაც ბავშვს  ცხვირის და ყურის ღრუში არ შეეტევა, სხვანაირად რთულია იმის გაკონტროლება, რა დროს ჩაიდებს მას ბავშვი ცხვირში ან ყურში.

– და თუ მაინც მოხვდა უცხო სხეული ბავშვის ცხვირსა ან ყურში, როგორ ვიქცევით ასეთ დროს?

– ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მშობელმა თვითნებურად სცადოს ნივთის გამოღება, რადგან შეიძლება, უცხო სხეული გადავარდეს სასუნთქ გზებში, ტრაქეაში და ბრონქებში და გამოიწვიოს  სერიოზული პრობლემა. როგორც კი ამას შევამჩნევთ, მაშინვე უნდა მიმართოთ ყელ-ყურის ექიმს. იაშვილის კლინიკაში 24 საათიანი მორიგეობა გვაქვს და ხშირად მოჰყავთ ბავშვები ამ პრობლემებით.  თუ ზედაპირულ ნაწილშია უცხო სხეული, მაშინვე ვიღებთ, თუ ღრმა ნაწილებშია, ზოგჯერ გვიწევს პაციენტის დაძინება და ისე ამოღება.

– რა შემთხვევაში კეთდება ადენოტომიის და ადენოტონზილექტომიის ოპერაცია?

– როდესაც ბავშვი ვერ სუნთქავს, ხვრინავს, ოფლიანობს, არ აქვს მშვიდი ძილი (ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს სუნთქვის შეჩერებებიც ძილის დროს) და ირკვევა, რომ ბლოკირებულია სასუნთქი გზები, მაშინ ხდება, როგორც ადენოტომიის ისე ადენოტონზილექტომიის ოპერაცია. მეორე შემთხვევაა, ხშირი ანგინა, მაგალითად, როდესაც  ბავშვს წელიწადში სამჯერ აქვს ექიმის მიერ დაფიქსირებული ჩირქოვანი ანგინა, პაციენტის მშობელმა ამ ჩირქოვანი კერის მოშორებაზე უნდა დაიწყოს ფიქრი.

– რა ასაკიდანაა რეკომენდირებული ტომზილექტომია, რატომ არ კეთდება ჩვილებში?

– ტონზილექტომიას 3-4 წლამდე ბავშვებში ვერიდებით, პირველი იმიტომ, რომ გლანდებს  პატარა ასაკში უფრო მეტად გამოხატული დამცავი ფუნქცია აქვს, და რაც მთავარია, სამ წლამდე ასაკის ბავშვები, როგორც წესი, ნაკლებად კონტაქტურები არიან, რის გამოც, პოსტოპერაციულად, შესაძლოა, გარკვეული გართულებები გაგვეპაროს.

– რა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელებამ, თუ დროულად არ მივმართავთ ექიმს?

– წლების განმავლობაში სუნთქვის გაძნელება შეუქცევად ცვლილებებს  იწვევს ყველა ორგანოში, განსაკუთრებით გულსა და თავის ტვინზე. როდესაც პაციენტი ვერ სუნთქავს ცხვირით, ორგანიზმისთვის ვერ ხერხდება ჟანგბადის სრულად მიწოდება.  არ ღიზიანდება სასუნთქი ცენტრი, არ ხდება ფილტვების სრულად გაშლა და შესაბამისად, დროთა განმავლობაში, ეს პრობლემები ვლინდება. არ არის აუცილებელი, რომ სუნთქვის პრობლემებიდან მეორე დღესვე მივმართოთ ექიმს იმის შიშით, რომ ერთი დღე, შეიძლება, გადამწყვეტი იყოს, მაგრამ რაც უფრო დროულად აღმოვფხვრით პრობლემას, არ მივიღებთ შეუქცევად პროცესებს.

– რა იწვევს სუნთქვის გაძნელებას დიდებში?

– ხვრინვის და სუნთქვის გაძნელების მიზეზი დიდებში ძირითადად,  ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების ჰიპერტროფია, ასევე ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების პოლიპოზია. პოლიპოზის დიაგნოსტირებაზე უნდა გაკეთდეს ცხვირის დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია და საბედნიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ  მე და ჩემი კოლეგები, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში, ამ ენდოსკოპიურ ოპერაციას ძალიან წარმატებით ვაკეთებთ  და გვაქვს საკმაოდ გრძელვადიანი შედეგები. როდესაც პოლიპოზის ოპერაციას ძველებური მეთოდებით ვაკეთებდით, ხშირი შემთხვევა იყო, რამდენიმე თვეში ან წელიწადში პოლიპების ზრდა, მაგრამ დღეს ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში, კეთდება ენდოსკოპიური ოპერაციები, ცხვირის პოლიპოზებთან დაკავშირებით, რაც უფრო გრძელვადიან ან 100 პროცენტიან შედეგს იძლევა, რადგან სრულიად, ყველა წიაღიდან ვიღებთ პოლიპს და არ ვტოვებთ ქსოვილს, რომ მიეცეს ჰიპერტროფიის საშუალება. შესაბამისად, ეს ოპერაცია უფრო გამართლებულია.

რაც შეეხება ოპერაციას ცხვირის ძგიდის გამრუდებას, ძველი მეთოდით ოპერაციების დროს, გამრუდებულ ნაწილს იღებდნენ და არ აბრუნებდნენ უკან, რა დროსაც ხდებოდა ცხვირის წინა ნაწილის ჩავარდნები. დღეს თანამედროვე მეთოდით ვაკეთებთ ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გასწორებას და უკან ჩაბრუნებას, რათა  ცხვირის ძგიდის სიმყარე შენარჩუნდეს და სუნთქვის პრობლემა უფრო ხარისხიანად აღმოიფხვრას.

– დღეს რა ოპერაციები კეთდება თქვენს სფეროში ყველაზე დიდი წარმატებით?

– დღეს თითქმის ყველა ოპერაცია რასაც ოტორინოლარინგოლოგი აკეთებს, მეტნაკლებად დახვეწილად შეიძლება ჩაითვალოს, მაგ: ტონზილექტომია, რომელსაც ლაზერით ვაკეთებთ, ნაკლებია პოსტოპერაციული ტკივილები, სისხლდენები, სიმშრალე და დისკომფორტი. ასევე, ძგიდის ოპერაციის დროს ის მეთოდები, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, პოსტოპერაციულ პერიოდს უფრო ხარისხიანს და ეფექტურს ხდის. რამდენიმე წელია, რაც ჩვენს კლინიკაში ენდოსკოპიური ოპერაციები დაინერგა და საკმაოდ მაღალია დღეს ამ ოპერაციების ხარისხის დონე. უფრო მეტად გამართლებულია ცხვირის პლასტიკური ოპერაციები ღია მეთოდით, რა დროსაც ცხვირის ყველა ნაწილს ვეხებით და უფრო მისადგომი, ხარისხიანი და შედეგიანია.

– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

– საამაყოა, როცა ქუჩაში გხვდება მადლიერი პაციენტი და ახსოვხარ. ამ ყველაფრის საფუძველი 24-საათიანი შრომაა. 22-23 წლის ასაკში დავიწყე სიმონ ხეჩინაშვილის კლინიკაში მუშაობა და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ,  ძირითად დროს კლინიკაში ვატარებ, ვეცნობი და ვსწავლობ ჩემს სპეციალობაში ინოვაციებს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი კოლეგებისგან.

ვლადიმერ კვაჭანტირაძე ოჯახთან ერთად

– ოჯახი ალბათ გაგებით ეკიდება თქვენს სამუშაო რეჟიმს…

– ოჯახი ჩემი დიდი ნავსაყუდელია, ჩემი მეუღლე ინგლისური ენის პედაგოგია, ბავშვების გაზრდით ძირითადად ისაა დაკავებული. მაქსიმალურად მეხმარება, რათა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ხელი არ შემეშალოს, რისთვისაც მისი დიდი მადლობელი ვარ.

ნინო მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved