• რეკლამა
  • კონტაქტი
00:58, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლის შოთაძის განცხადებით, ბინა, რომელზეც საუბარია „მთავარი არხის“ სიუჟეტში, მას არ ეკუთვნის

ალია ავტორი - ალია
15:13 05-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება.

მისი თქმით, სიუჟეტის ავტორს, არც კი უცდია რაიმეს გადამოწმება და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ამტკიცებს, რომ ინტერნეტსივრცეში არსებული ბინის ინტერიერის სურათები არის ჩემი ბინის სურათები.

„სიუჟეტში გავიდა, რომ თითქოს ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ჩემი საცხოვრებელი ბინის რემონტში დახარჯული მაქვს მილიონი ლარი, ამ შემთხვევაში სიუჟეტში გასული ინფორმაციის ციტირებას მოვახდენ – “100 ათასი ლარზე მეტი მხოლოდ სამზარეულოში, შპალერი სპეციალური შეკვეთით ევროპიდან, ექსკლუზიური სარემონტო მასალები გენერალური პროკურორის რეზიდენციისთვის, საიდან მოიტანა მილიონი ლარი ევრორემონტისთვის”. ამავე სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაციის დასადასტურებლად აჩვენეს ჩემთვის უცნობი საცხოვრებელი სახლის და არა ჩემი ბინის ინტერიერის სურათები (აქვე მივუთითებ ბმულს იმ ვებგვერდისა, საიდანაც აღებულია ეს სურათები როდესაც გაჟღერებული ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ მარტივია, სიუჟეტის ავტორს, არც კი უცდია რაიმეს გადამოწმება და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ამტკიცებს, რომ ინტერნეტსივრცეში არსებული ბინის ინტერიერის სურათები არის ჩემი ბინის სურათები. საცხოვრებელი ბინა ცაგარელის ქუჩაზე, სადაც მე დღესაც ვცხოვრობ, შევიძინე 2016 წელს, იმავე წელს დავიწყე რემონტი და დავამთავრე 2017 წელს, რემონტის დროს არანაირი ექსკლუზიური მასალა ევროპიდან არ ჩამომიტანია, ყველაფერი შეძენილი მაქვს ადგილობრივ ბაზარზე და რემონტის ღირებულება მითითებული მაქვს დეკლარაციაში“, – აცხადებს ირაკლი შოთაძე.

მისივე განცხადებით, ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ დაგვიკავშირდა ამ ბინის რეალური მესაკუთრე და აღმოჩნდა, რომ არსებული ბინა მდებარეობს ცაგარელის ქუჩაზე სულ სხვა მისამართზე, როცა ჩემი რეალური საცხოვრებელი ბინა მდებარეობს ცაგარელის 82 ნომერში. მოვუწოდებ ხსენებული სიუჟეტის ავტორებს ან წარმოადგინონ მათ ეთერში გასული ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ან გამოიჩინონ თუნდაც მცირედი ჟურნალისტიკური ეთიკა და უარყონ მათ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved