• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი სხვადასხვა ვაქცინით იცრება – ბიძინა კულუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
12:52 05-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი სხვადასხვა ვაქცინით იცრება. ამ თემაზე ალერგოლოგ-იმუნოლოგმა იმედზე „დილის შოუში” ისაუბრა.

„ასაკობრივი შეზღუდვის გამო, ევროპის ბევრმა ქვეყანამ მოსახლეობას მეორე დოზისთვის Pfizer-ის ვაქცინა შესთავაზა. მაგალითად, საფრანგეთმა და რაღაც ეტაპზე გერმანიაც ამას აკეთებდა, სანამ AstraZeneca-ზე ასაკობრივი ზღვარი მთლიანად არ მოხსნეს. კვლევის მონაცემები 12 მაისს ძალიან ავტორიტეტულ ჟურნალში გამოქვეყნდა და ერთადერთი, რაც დაინახეს, 2 სხვადასხვა ვაქცინის ადმინისტრირების შემთხვევაში საერთო გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის დროს. ტკივილი, სისუსტე, სიცხე ამ ადამიანებს ჰქონდათ უფრო მეტი, როცა გაიკეთეს 2 სხვადასხვა ვაქცინა”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, მეორე დოზიდან გარკვეულ პერიოდში ადამიანებს დამატებითი დოზის გაკეთება მოუწევთ. კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ადამიანს მესამე აცრის გაკეთება ნებისმიერი ვაქცინით შეუძლია, იმის მიუხედავად თუ რომელი პრეპარატი გამოიყენა პირველი და მეორე აცრების დროს.

„მუდმივი იმუნიტეტი ვერ იქნება, ბუნებრივია. რესპირატორულ დაავადებებს ახასიათებს ცვალებადობა, გრიპი არის ამის კლასიკური მაგალითი. იგივე კოვიდპასპორტებთან მიმართ, გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ იქნება ექვსთვიანი ვალიდაციით. თუ რამე შეიცვლება და მონაცემები გზაში შემოგვეწევა, შეიძლება ეს გახდეს 8, 10, 12 თვე. ამ ეტაპისთვის ვიცით, რომ 6 თვე გარანტირებულად დაცულები ვიქნებით”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved