საქართველოში 15-17 მაისს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით დაიკლებს.
14 – 17 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+25, +30 გრადუსი), ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.
კომენტარები