საგარეჯოში ავარია მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ჩაილურთან ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი, ოპელის მარკის მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზევე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
ავარიისას დაშავებული მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
მოხმდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები