ფოტო – ტვ პირველი
ოკუპირებული ცხინვალის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე გათავისუფლებულია. ალან ჯაფარიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის წევრი იყო.
სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება ევროპული სადამკვირებლო მისიების ჩართულობით მოხდა.
“ინფორმაცია უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ, დაკავებულის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ გასაჯაროვდა.” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ალან ჯაფარიძე რუსმა ოკუპანტებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 2021 წლის 10 იანვარს დააკავეს, თუმცა, ინფორმაცია დაკავების შესახებ ცხინვალის რეჟიმმმა მხოლოდ 2021 წლის 21 აპრილს გაასაჯაროვა.
კომენტარები